როგორ იმუშავებს ეროვნული ბანკი საახალწლო დღესასწაულებზე - განრიგი

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2024
გამოწერა
მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა, ეს გადაწყვეტილება შეეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს. გამონაკლისი იქნება საქმიანობის მხოლოდ ის სფეროები, რომლებიც წარმოადგენენ გადაუდებელ აუცილებლობას სახელმწიფო ძალაუფლების ნორმალური განხორციელებისა და საზოგადოების ფუნქციონირებისთვის.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 და 6 იანვარს, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება.
შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც. მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის საკოლექციო პროდუქციას, მისი გაყიდვა განახლდება 2025 წლის 13 იანვრიდან. ყვარლის ფულის მუზეუმი სტუმრებს 11 იანვრიდან უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0