ვიცე-სპიკერი: საქართველოს ახალ პრეზიდენტს აქვს საზოგადოების გაერთიანების რესურსი

© Courtesy of Mikheil Kavelashviliმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2024
გამოწერა
29 დეკემბერს პარლამენტის სასახლეში საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია, რომელსაც აქვს რესურსი გადადგას ნაბიჯები საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნულ პოსტზე მან საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.
„პრეზიდენტს აქვს ერთი უპირატესობა, რომ ის გახდება ფიგურა, ბევრ ასპექტში, შესაძლოა, სიმბოლური, მაგრამ ეს სიმბოლიზმიც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც დროშა, გერბი, პრეზიდენტის დროშა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად”, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ეს საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ მან საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
„მხოლოდ განცხადებებზე და მოწოდებებზე არ არის ლაპარაკი - ყოველთვის იზრუნოს რესურსის მობილიზება მოახდინოს ყველა მხრიდან, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, სამთავრობო სტრუქტურები თუ საქველმოქმედო რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ჯერ არ ჩანს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ეს ინიციატივები იქნება ის მთავარი მიმართულება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოჰკიდებს.
„გარდა ამისა, ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია სპორტული ცხოვრებიდან და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც ის კარგა ხანია, არის და შესამჩნევი ფიგურაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0