უნგრეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

© Georgian Dreamმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2024
გამოწერა
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკიმ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
29 დეკემბერს პარლამენტის სასახლეში საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა - ხმოსნების მიერ არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა ფიცი დადო და თავისი მოვალეობის აღსრულებას ოფიციალურად შეუდგა.

„მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. გიდასტურებთ, რომ უნგრეთი მზადაა როგორც ჩვენს ერებს შორის მეგობრული თანამშრომლობის ორმხრივად მომგებიანი განვითარებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების გაფართოებისთვის ახალ სფეროებში “, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, უნგრეთი ყველაზე მტკიცედ იცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროინტეგრაციის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები - ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0