https://sputnik-georgia.com/20241230/teqinspeqtirebis-centrebis-kontroli-mkacrdeba-291601131.html
საქართველოში ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი მკაცრდება
საქართველოში ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი მკაცრდება
Sputnik საქართველო
ცენტრების შემოწმება განხორციელდება გონივრული ეჭვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით 30.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-30T12:13+0400
2024-12-30T12:13+0400
2024-12-30T12:13+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/03/243740331_0:108:1922:1189_1920x0_80_0_0_87b227ce62a805c538fa0ddcb56b0d04.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 3 იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია გააკონტროლოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი.ცენტრების შემოწმება განხორციელდება გონივრული ეჭვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ასევე თავად ცენტრის მიერ წერილობითი მოთხოვნით.მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება.ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს.სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათას ლარს, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში კი პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.გარდა ამისა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებისას.ტექდათვალიერება საქართველოში2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.საქართველოში 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/03/243740331_96:0:1827:1298_1920x0_80_0_0_e11e05f43ccdd6ab011d636c996de01e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი მკაცრდება
ცენტრების შემოწმება განხორციელდება გონივრული ეჭვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 3 იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია გააკონტროლოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი.
ცენტრების შემოწმება განხორციელდება გონივრული ეჭვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ასევე თავად ცენტრის მიერ წერილობითი მოთხოვნით.
მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება.
ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს.
სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათას ლარს, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში კი პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებისას.
ტექდათვალიერება საქართველოში
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.
საქართველოში 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.