თბილისის მერია აქტიურად იბრძოლებს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად

© photo: Sputnik / Stringerმიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2024
გამოწერა
დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თბილისელებისთვის.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი გაიხსნა.
თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში დიდ პრობლემად რჩება. ცხოველები ქუჩაში ბუნებრივი გზით ან პატრონების არაკეთილსინდისიერების გამო ხვდებიან, რომლებიც ცხოველებზე უარს ამბობენ და მათ სახლიდან აძევებენ.
„აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება.
დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თბილისელებისთვის. იმავდროულად, საქართველოს აქვს ძალიან სუსტი საკანონმდებლო ბაზა ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებით - ჯარიმები მხოლოდ სასტიკი მოპყრობისთვის მოქმედებს.
საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც არეგულირებს კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესებს - შენახვა სახლის პირობებში, გასეირნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0