https://sputnik-georgia.com/20241230/qadagishvili-credit-suisse-davaze-rac-aqamde-kulisebs-migma-xdeboda-gamoashkaravda-291602379.html
ქადაგიშვილი Credit Suisse-თან დავაზე: რაც აქამდე კულისებს მიღმა ხდებოდა, გამოაშკარავდა
ქადაგიშვილი Credit Suisse-თან დავაზე: რაც აქამდე კულისებს მიღმა ხდებოდა, გამოაშკარავდა
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა. 30.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-30T13:00+0400
2024-12-30T13:00+0400
2024-12-30T13:00+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_0:229:3233:2048_1920x0_80_0_0_c5a47ccc0bf80bbe281fada5a3ac0054.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. Credit Suisse-თან დაკავშირებული დავის უკან იყო ის ფარული ხელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედებდა, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.მედიის ცნობით, 2004 წლის ბოლოს ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხა განათავსა, ხოლო თითქმის ათი წლის შემდეგ, 2015 წელს შეიტყო მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.ქადაგიშვილის განცხადებით, რაც აქამდე კულისებს მიღმა ხდებოდა, ის გამოაშკარავდა. კერძოდ, Credit Suisse-ის საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაასანქცირა.ივანიშვილი შეყვანილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განსაკუთრებული კატეგორიების პირთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons List - SDN). ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ყველა მისი აქტივი გაყინულია და აშშ-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მასთან დაკავშირებული რაიმე ტრანზაქციების განხორციელება.ეს ნაბიჯი პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად არის უფრო ფართო სანქციების ნაწილი მიმართული საქმიანობისკენ, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკისთვის დამაზიანებლად მიიჩნევა.ივანიშვილმა ფინანსური შანტაჟი უწოდა იმ პრობლემებს, რაც მას შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.მოგვიანებით, სასამართლო პროცესი დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დაიწყო უარის თქმა ივანიშვილისთვის უდავო თანხების გადარიცხვაზე. მილიარდერის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ საქმეებს, მაგრამ ბრალდებულები სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნიან. თუმცა ივანიშვილმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_756:191:3233:2048_1920x0_80_0_0_4a1cc8cf82741c7436b0ea53010b1105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
ქადაგიშვილი Credit Suisse-თან დავაზე: რაც აქამდე კულისებს მიღმა ხდებოდა, გამოაშკარავდა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა.
თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. Credit Suisse-თან დაკავშირებული დავის უკან იყო ის ფარული ხელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედებდა, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მედიის ცნობით, 2004 წლის ბოლოს ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხა განათავსა, ხოლო თითქმის ათი წლის შემდეგ, 2015 წელს შეიტყო მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
ქადაგიშვილის განცხადებით, რაც აქამდე კულისებს მიღმა ხდებოდა, ის გამოაშკარავდა. კერძოდ, Credit Suisse-ის საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ჩვენ გვახსოვს, აშშ აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულის გაუჩინარებას Credit Suisse-ში არანაირი კავშირი არ ჰქონდა აშშ-სთან. როდესაც მან ყველა სასამართლო დავა მოიგო, ამის შემდეგ ამ თანხის გაცემა უკვე პერსონალური სანქციით შეაფერხეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის უკან იყო ის ფარული ხელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედებდა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაასანქცირა.
ივანიშვილი შეყვანილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განსაკუთრებული კატეგორიების პირთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons List - SDN). ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ყველა მისი აქტივი გაყინულია და აშშ-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მასთან დაკავშირებული რაიმე ტრანზაქციების განხორციელება.
ეს ნაბიჯი პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად არის უფრო ფართო სანქციების ნაწილი მიმართული საქმიანობისკენ, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკისთვის დამაზიანებლად მიიჩნევა.
ივანიშვილმა ფინანსური შანტაჟი უწოდა იმ პრობლემებს, რაც მას შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
მოგვიანებით, სასამართლო პროცესი დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დაიწყო უარის თქმა ივანიშვილისთვის უდავო თანხების გადარიცხვაზე. მილიარდერის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ საქმეებს, მაგრამ ბრალდებულები სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნიან. თუმცა ივანიშვილმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.