https://sputnik-georgia.com/20241230/premierma-saakashvils-urchia-sifrtxile-gamoichinos-gancxadebebis-gaketebisas-291611292.html
პრემიერმა სააკაშვილს ურჩია სიფრთხილე გამოიჩინოს განცხადებების გაკეთებისას
პრემიერმა სააკაშვილს ურჩია სიფრთხილე გამოიჩინოს განცხადებების გაკეთებისას
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, ახლა „რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება". 30.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-30T21:11+0400
2024-12-30T21:11+0400
2024-12-30T22:13+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282529161_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a3c4c2f95a692a17332abd8345efa553.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, ამიტომაც ჯობს განცხადებებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინოს და თავს გაუფრთხილდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.სასამართლო პროცესზე ონლაინ-ჩართვისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მალე საქართველოში ახალი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმის ფონზე სელფს გადაიღებს.მისი თქმით, ახლა „რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება".„მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან. რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის ეს განცხადებაც არის ამის გამოძახილი. მე პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი არის ქვეყნისთვის კარგი და ცუდი რადიკალური ოპოზიციისთვის. შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, - განაცხადა კობახიძემ.ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ახალ არჩევნებს და პროტესტის პირველ დღეებში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.მანამდე სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ბევრი ხალხი შეკრიბოს. მისი თქმით, ბევრი ხალხის შეკრება აუცილებელია არა განცხადებების გაკეთებისას ფონისთვის, არამედ ქმედებისთვის. აუცილებელია „მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“, აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282529161_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_4fcee8b977d30ab180e623fee11d66f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერმა სააკაშვილს ურჩია სიფრთხილე გამოიჩინოს განცხადებების გაკეთებისას
21:11 30.12.2024 (განახლებულია: 22:13 30.12.2024) პრემიერის თქმით, ახლა „რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება".
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, ამიტომაც ჯობს განცხადებებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინოს და თავს გაუფრთხილდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
სასამართლო პროცესზე ონლაინ-ჩართვისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მალე საქართველოში ახალი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმის ფონზე სელფს გადაიღებს.
„მე სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს. სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახლა „რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება".
„მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან. რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის ეს განცხადებაც არის ამის გამოძახილი. მე პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი არის ქვეყნისთვის კარგი და ცუდი რადიკალური ოპოზიციისთვის. შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, - განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ახალ არჩევნებს და პროტესტის პირველ დღეებში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.
მანამდე სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ბევრი ხალხი შეკრიბოს. მისი თქმით, ბევრი ხალხის შეკრება აუცილებელია არა განცხადებების გაკეთებისას ფონისთვის, არამედ ქმედებისთვის. აუცილებელია „მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“, აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.