https://sputnik-georgia.com/20241229/zurabishvili-prezidentis-rezodencias-tovebs-291592064.html
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას ტოვებს
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება და მასთან ერთად გააგრძლებს ბრძოლას საქართველოს მომავლისთვის. 29.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-29T11:25+0400
2024-12-29T11:25+0400
2024-12-29T11:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:152:1363:919_1920x0_80_0_0_6f3a04a883aa052108c2f37aa7527deb.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს.ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება და მასთან ერთად გააგრძლებს ბრძოლას საქართველოს მომავლისთვის.ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან.ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:177:1363:1200_1920x0_80_0_0_db0aa9bd634a34367436696184f1c79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას ტოვებს
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება და მასთან ერთად გააგრძლებს ბრძოლას საქართველოს მომავლისთვის.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს.
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება და მასთან ერთად გააგრძლებს ბრძოლას საქართველოს მომავლისთვის.
„მე მინდა თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.
პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.