https://sputnik-georgia.com/20241229/prezidentis-inauguracia-daiwyo-291588634.html
პარლამენტის სასახლეში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
პარლამენტის სასახლეში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. 29.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-29T11:14+0400
2024-12-29T11:14+0400
2024-12-29T11:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412712_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_efd4a84be1dab560e2dd684c7a23e753.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან.ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412712_147:0:1416:952_1920x0_80_0_0_fe8cddc3a30d91b79a64859452626384.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის სასახლეში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
11:14 29.12.2024 (განახლებულია: 11:15 29.12.2024) საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.
კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.
პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.