https://sputnik-georgia.com/20241229/papuashvili-meeqvse-prezidents-mouwevs-mzime-memkvidreobis-chabareba-291588288.html
პაპუაშვილი: მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება
პაპუაშვილი: მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ქვეყნის კონსტიტუციაში, განაცხადა პაპუაშვილმა 29.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-29T10:25+0400
2024-12-29T10:25+0400
2024-12-29T10:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287928849_0:118:2048:1271_1920x0_80_0_0_cadad391decfffa644a1a4f785c2cdc8.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება, რადგანაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სასახლეში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.პარლამენტის თავმჯდომარემ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, ურთულესი მისიის განხორციელებაში. მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ქვეყნის კონსტიტუციაში, დასძინა მან.პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება - პრეზიდენტი ფიცს საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულ ეგზემპლარზე დადებს.ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა დღეს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრებას დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287928849_401:131:2048:1366_1920x0_80_0_0_b84d6e054b718e5eaa431c1e4849ad33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ახალი ამბები
პაპუაშვილი: მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება
10:25 29.12.2024 (განახლებულია: 10:28 29.12.2024) მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ქვეყნის კონსტიტუციაში, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება, რადგანაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სასახლეში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
„დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღეა ბევრი მიზეზის გამო - ეს ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სადაც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. ეს არის ისტორიული იმიტომ, რომ პირველად ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ მხრივ სრულად ძალაში შედის ის კონსტიტუციური სიახლეები, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციური რეფორმის შედეგად იქნა მიღებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, ურთულესი მისიის განხორციელებაში. მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ქვეყნის კონსტიტუციაში, დასძინა მან.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, რომელზეც მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება - პრეზიდენტი ფიცს საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულ ეგზემპლარზე დადებს.
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.
ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა დღეს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრებას დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.