https://sputnik-georgia.com/20241229/kobaxidze-20-welze-metia-qvekana-patrioti-prezidenti-ar-hyolia-291593025.html
კობახიძე: 20 წელზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია
კობახიძე: 20 წელზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია
Sputnik საქართველო
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა 29.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-29T12:55+0400
2024-12-29T12:55+0400
2024-12-29T12:54+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412349_0:60:2048:1212_1920x0_80_0_0_cbffdbb2cad649b89f19eda1f0128f26.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნაისტებთან.დღეს, პარლამენტის სასახლეში მეექსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა - საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა ყაველაშვილმა ფიცი უკვე დადო და თავისი მოვალეობის აღსრულებას ოფიციალურად შეუდგა.პრემიერ-მინისტრმა ახალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია.ინაუგურაციის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დასწრებიან.საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412349_174:0:1994:1365_1920x0_80_0_0_2508a9a4d942db55db0806504a017c0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: 20 წელზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნაისტებთან.
დღეს, პარლამენტის სასახლეში მეექსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა - საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა ყაველაშვილმა ფიცი უკვე დადო და თავისი მოვალეობის აღსრულებას ოფიციალურად შეუდგა.
„მინდა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მივულოცო. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულიო ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას”, -განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ახალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია.
„გამოწვევები არის სერიოზული - 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს ახალი ტრადიციის დამკვიდრება უწევს ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამ პასუხისმგებლობას თავს საუკეთესოდ გაართმევს“, - განაცხადა კობახიძემ.
ინაუგურაციის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
ყაველაშვილი 53 წლისაა, საიდანაც 18 წელი ფეხბურთს მიუძღვნა. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ქმედებებით უკმაყოფილოები ინაუგურაციის პარალელურად მასობრივ აქციას აანონსებენ და შეკრება დილიდან დაიწყეს. საქართველოში საპროტესტო აქციები 32 დღეა იმართება.