https://sputnik-georgia.com/20241229/kaladze-credit-suisse-chans-rom-es-iyo-shantaji-291596230.html
კალაძე Credit Suisse-თან დავაზე: გუშინდელი გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი
კალაძე Credit Suisse-თან დავაზე: გუშინდელი გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი
Sputnik საქართველო
ივანიშვილს ფორმალური სანქციებით თითქმის სამი წლის განმავლობაში აშანტაჟებდნენ, აცხადებენ მმართველ პარტიაში 29.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-29T16:12+0400
2024-12-29T16:12+0400
2024-12-29T16:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30ab2a8de3afacb93ccf5aaa620de20a.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივარი, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაასანქცირა. მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება არის გამოსაფხიზლებელი ნაბიჯი და აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისგან უფრო მკაცრი ნაბიჯებს უნდა ელოდოს.„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგებულ სასამართლო დავას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მოგებული თანხა, რომელიც ივანიშვილს უნდა ჩაერიცხოს, ეს ვერ მოხდებაო. ანუ რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ ამ თანხებით შანტაჟი მიმდინარეობდა, ეს დადასტურდა", - განაცხადა კალაძემ.ივანიშვილი შეყვანილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განსაკუთრებული კატეგორიების პირთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons List - SDN). ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ყველა მისი აქტივი გაყინულია და აშშ-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მასთან დაკავშირებული რაიმე ტრანზაქციების განხორციელება.ივანიშვილმა ფინანსური შანტაჟი უწოდა იმ პრობლემებს, რაც მას შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.მოგვიანებით, სასამართლო პროცესი დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დაიწყო უარის თქმა ივანიშვილისთვის უდავო თანხების გადარიცხვაზე. მილიარდერის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ საქმეებს, მაგრამ ბრალდებულები სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნიან. თუმცა ივანიშვილმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_42e343da22138045d6533117178aac8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, კახა კალაძე
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, კახა კალაძე
კალაძე Credit Suisse-თან დავაზე: გუშინდელი გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი
ივანიშვილს ფორმალური სანქციებით თითქმის სამი წლის განმავლობაში აშანტაჟებდნენ, აცხადებენ მმართველ პარტიაში
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივარი, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაასანქცირა.
„ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად ისეც იყო დასანქცირებული. გუშინდელმა განცხადებამ კი დაადასტურა, რომ ამ სანქციების შემდეგ, მოგებულ თანხაზე (შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიის წინააღმდეგ მოგებული სასამართლო - რედ.) გადმორიცხვის უფლება შეუჩერდება. უკვე ყველაფერი ნათელია", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება არის გამოსაფხიზლებელი ნაბიჯი და აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისგან უფრო მკაცრი ნაბიჯებს უნდა ელოდოს.
მიმდინარე წლის სექტემბერში სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 742,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა და დაადგინა, რომ ბანკმა აქტივების დაცვის ვალდებულება დაარღვია.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგებულ სასამართლო დავას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მოგებული თანხა, რომელიც ივანიშვილს უნდა ჩაერიცხოს, ეს ვერ მოხდებაო. ანუ რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ ამ თანხებით შანტაჟი მიმდინარეობდა, ეს დადასტურდა", - განაცხადა კალაძემ.
ივანიშვილი შეყვანილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განსაკუთრებული კატეგორიების პირთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons List - SDN). ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ყველა მისი აქტივი გაყინულია და აშშ-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მასთან დაკავშირებული რაიმე ტრანზაქციების განხორციელება.
ივანიშვილმა ფინანსური შანტაჟი უწოდა იმ პრობლემებს, რაც მას შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
მოგვიანებით, სასამართლო პროცესი დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დაიწყო უარის თქმა ივანიშვილისთვის უდავო თანხების გადარიცხვაზე. მილიარდერის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ საქმეებს, მაგრამ ბრალდებულები სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნიან. თუმცა ივანიშვილმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.