https://sputnik-georgia.com/20241228/qartulma-partiam-kursksi-dazaralebulebs-humanitaruli-daxmateba-gadasca-291586270.html
ქართულმა პარტიამ კურსკში დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
ქართულმა პარტიამ კურსკში დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
Sputnik საქართველო
საქართველო დგას რუსი ძმების გვერდით და ყოველთვის გაუწევს მათ საჭირო დახმარებას, განაცხადა მამუკა ფიფიამ 28.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-28T19:00+0400
2024-12-28T19:00+0400
2024-12-28T19:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291580347_0:22:1369:792_1920x0_80_0_0_1575b5ab1bc954efeb95d5fe6d95c938.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კურსკში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ ადამიანებს საჩუქრები თოვლის ბაბუამ დაურიგა და საზეიმო განწყობა შეუქმნა.ეს იყო როგორც პირველადი მოხმარების ნივთები, ასევე საახალწლო ტკბილეული და მანდარინი.„საქართველოდან ჩამოვედით პატარა ბავშვებისა და უფროსების მხარდასაჭერად, კურსკის საზღვარზე მცხოვრები ბავშვებისთვის საჩუქრები ჩამოვიტანეთ“, - განაცხადა პარტიის მდივანმა მამუკა ფიფიამ.მისი თქმით, საქართველო დგას რუსი ძმების გვერდით და ყოველთვის გაუწევს მათ საჭირო დახმარებას.„დღეს ჩვენ, როგორც საქართველო, ასევე რუსეთი, რთულ სიტუაციაში ვართ. ეს ყველაზე რთული სიტუაციაა ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიაში. ძლიერ მტერს ვებრძვით და ძალიან მალე გამარჯვება ჩვენი იქნება“, - განაცხადა ფიფიამ.მან აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში ბავშვებსაც და უფროსებსაც მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.საჩუქრების გადაცემამ სადღესასწაულო გარემოში ჩაიარა. ბავშვებმა თოვლის ბაბუას ლექსები წაუკითხეს, ერთი ლექსი კი ქართულ ენაზე გაჟღერდა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ეხმარება ბავშვებს რუსეთიდან. სექტემბერში კურსკში საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე მანქანა ჩაიტანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291580347_143:0:1227:813_1920x0_80_0_0_c218ad2a48b500332381166b01a368cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ქართულმა პარტიამ კურსკში დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
საქართველო დგას რუსი ძმების გვერდით და ყოველთვის გაუწევს მათ საჭირო დახმარებას, განაცხადა მამუკა ფიფიამ
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კურსკში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.
დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ ადამიანებს საჩუქრები თოვლის ბაბუამ დაურიგა და საზეიმო განწყობა შეუქმნა.
ეს იყო როგორც პირველადი მოხმარების ნივთები, ასევე საახალწლო ტკბილეული და მანდარინი.
„საქართველოდან ჩამოვედით პატარა ბავშვებისა და უფროსების მხარდასაჭერად, კურსკის საზღვარზე მცხოვრები ბავშვებისთვის საჩუქრები ჩამოვიტანეთ“, - განაცხადა პარტიის მდივანმა მამუკა ფიფიამ.
მისი თქმით, საქართველო დგას რუსი ძმების გვერდით და ყოველთვის გაუწევს მათ საჭირო დახმარებას.
„დღეს ჩვენ, როგორც საქართველო, ასევე რუსეთი, რთულ სიტუაციაში ვართ. ეს ყველაზე რთული სიტუაციაა ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიაში. ძლიერ მტერს ვებრძვით და ძალიან მალე გამარჯვება ჩვენი იქნება“, - განაცხადა ფიფიამ.
მან აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში ბავშვებსაც და უფროსებსაც მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.
საჩუქრების გადაცემამ სადღესასწაულო გარემოში ჩაიარა. ბავშვებმა თოვლის ბაბუას ლექსები წაუკითხეს, ერთი ლექსი კი ქართულ ენაზე გაჟღერდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ეხმარება ბავშვებს რუსეთიდან. სექტემბერში კურსკში საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე მანქანა ჩაიტანეს.