https://sputnik-georgia.com/20241228/ivanisvili-msvidobistvis-dasajes-politikosebis-reaqcia-miliarderis-dasanqcirebaze-291583293.html
ივანიშვილი მშვიდობისთვის დასაჯეს - პოლიტიკოსების რეაქცია მილიარდერის დასანქცირებაზე
ივანიშვილი მშვიდობისთვის დასაჯეს - პოლიტიკოსების რეაქცია მილიარდერის დასანქცირებაზე
Sputnik საქართველო
ივანიშვილი დაისაჯა იმისთვის, რომ იცავს ქართულ იდენტობას, კულტურას და ტრადიციებს, აღნიშნეს მმართველ პარტიაში 28.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-28T16:48+0400
2024-12-28T16:48+0400
2024-12-28T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:212:1472:1040_1920x0_80_0_0_89be487199c372de5d0c33796e88170f.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება საქართველოში მშვიდობისთვის დასჯას ნიშნავს - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია აშშ-ს გადაწყვეტილებას.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაასანქცირა.იმის შესახებ, რომ ივანიშვილისთვის უკვე ფაქტობრივად არსებული სანქციები ოფიციალური გახდა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც განაცხადა.„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია“, - განაცხადა კალაძემ.მან სანქციებს შანტაჟის ნაწილი უწოდა.ოპოზიციაში კი დასანქცირებაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილი კარგად იაზრებს, რას ნიშნავს სანქციები.„ბიძინა ივანიშვილი არ არის კობახიძე, მას კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს სანქციები მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას მიღებული ჰქონდა ზომები იმისთვის, რომ აქტივები მაქსიმალურად იყოს ჩამალული და მათი კვალი ძნელი მისაგნები იყოს, ისიც კარგად ესმის, რომ შეერთებულმა შტატებმა თუ მოინდომა, კვალს მიაგნებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება არის გამოსაფხიზლებელი ნაბიჯი და აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისგან უფრო მკაცრი ნაბიჯებს უნდა ელოდოს.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.ბიძინა ივანიშვილი შეყვანილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განსაკუთრებული კატეგორიების პირთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons List - SDN). ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ყველა მისი აქტივი გაყინულია და აშშ-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მასთან დაკავშირებული რაიმე ტრანზაქციების განხორციელება.ეს ნაბიჯი პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად არის უფრო ფართო სანქციების ნაწილი, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა ან საგარეო პოლიტიკისთვის ზიანის მომტან საქმიანობაზე ვრცელდება.ივანიშვილმა ფინანსური შანტაჟი უწოდა იმ პრობლემებს, რაც მას შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.მოგვიანებით, სასამართლო პროცესი დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დაიწყო უარის თქმა ივანიშვილისთვის უდავო თანხების გადარიცხვაზე. მილიარდერის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ საქმეებს, მაგრამ ბრალდებულები სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნიან. თუმცა ივანიშვილმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:74:1472:1178_1920x0_80_0_0_bc3395866ab5d3be67af39c321f61c6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ
ივანიშვილი მშვიდობისთვის დასაჯეს - პოლიტიკოსების რეაქცია მილიარდერის დასანქცირებაზე
ივანიშვილი დაისაჯა იმისთვის, რომ იცავს ქართულ იდენტობას, კულტურას და ტრადიციებს, აღნიშნეს მმართველ პარტიაში
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება საქართველოში მშვიდობისთვის დასჯას ნიშნავს - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია აშშ-ს გადაწყვეტილებას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაასანქცირა.
„არ დაუშვა ომი საქართველოში! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს! ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს ! ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ახლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს“, - დაწერა გურამ მაჭარაშვილმა სოციალურ ქსელში.
იმის შესახებ, რომ ივანიშვილისთვის უკვე ფაქტობრივად არსებული სანქციები ოფიციალური გახდა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია“, - განაცხადა კალაძემ.
მან სანქციებს შანტაჟის ნაწილი უწოდა.
„ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციაში კი დასანქცირებაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილი კარგად იაზრებს, რას ნიშნავს სანქციები.
„ბიძინა ივანიშვილი არ არის კობახიძე, მას კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს სანქციები მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას მიღებული ჰქონდა ზომები იმისთვის, რომ აქტივები მაქსიმალურად იყოს ჩამალული და მათი კვალი ძნელი მისაგნები იყოს, ისიც კარგად ესმის, რომ შეერთებულმა შტატებმა თუ მოინდომა, კვალს მიაგნებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება არის გამოსაფხიზლებელი ნაბიჯი და აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისგან უფრო მკაცრი ნაბიჯებს უნდა ელოდოს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ბიძინა ივანიშვილი შეყვანილია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განსაკუთრებული კატეგორიების პირთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons List - SDN). ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ყველა მისი აქტივი გაყინულია და აშშ-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მასთან დაკავშირებული რაიმე ტრანზაქციების განხორციელება.
ეს ნაბიჯი პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად არის უფრო ფართო სანქციების ნაწილი, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა ან საგარეო პოლიტიკისთვის ზიანის მომტან საქმიანობაზე ვრცელდება.
ივანიშვილმა ფინანსური შანტაჟი უწოდა იმ პრობლემებს, რაც მას შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
მოგვიანებით, სასამართლო პროცესი დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დაიწყო უარის თქმა ივანიშვილისთვის უდავო თანხების გადარიცხვაზე. მილიარდერის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ საქმეებს, მაგრამ ბრალდებულები სულ უფრო მეტ დაბრკოლებებს უქმნიან. თუმცა ივანიშვილმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.