https://sputnik-georgia.com/20241228/aviakatastrofa-aqtausi-putinma-alievs-daureka-291585601.html
ავიაკატასტროფა აქტაუში: პუტინი ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ავიაკატასტროფა აქტაუში: პუტინი ალიევს ტელეფონით ესაუბრა
Sputnik საქართველო
ალიევმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ AZAL-ის თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა. 28.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-28T18:13+0400
2024-12-28T18:13+0400
2024-12-28T18:13+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აზერბაიჯანი
რუსეთი
ყაზახეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1a/291559193_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_0d32b4e85a9778c3df125b5bde2963e5.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა და AZAL-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო ბოდიში მოუხადა, დაღუპულთა ოჯახებს კი სამძიმარი გამოუცხადა, იუწყებიან კრემლში.„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრის და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის იყვნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები. კატასტროფაში დაიღუპა 38 და გადარჩა 29 ადამიანი. 11 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოში, იმ დროს როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებით უტევდნენ ჩეჩნეთის დედაქალაქს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ამ თავდასხმებს იგერიებდნენ.ალიევმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ AZAL-ის თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა.აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ეს ფაქტი უკვე დადასტურებულია.სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა თვითმფრინავის კორპუსში მრავალი ხვრელების არსებობას და იმ ფაქტს, რომ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები დაიჭრნენ.საუბრისას აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ამ ტრაგედიის ყველა დეტალის გამოძიების და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას, იტყობინება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ. გროზნოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის ორი თანამშრომელი იმყოფება, სადაც რუს კოლეგებთან ერთად მუშაობენ. ავიაკატასტროფის ადგილზე მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის შესაბამისი სამსახურებიც.თურქეთი ბაქოში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის, რვაკაციანი ჯგუფი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით ტრაგედიის ყველა ასპექტის გამოსავლენად იმუშავებს.გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების შედეგებს ელოდება.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკატასტროფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1a/291559193_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_e68d7e7dc66916963b158024c6488ced.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, შემთხვევები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, შემთხვევები
ავიაკატასტროფა აქტაუში: პუტინი ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ალიევმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ AZAL-ის თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა და AZAL-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო ბოდიში მოუხადა, დაღუპულთა ოჯახებს კი სამძიმარი გამოუცხადა, იუწყებიან კრემლში.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრის და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის იყვნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები. კატასტროფაში დაიღუპა 38 და გადარჩა 29 ადამიანი. 11 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოში, იმ დროს როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებით უტევდნენ ჩეჩნეთის დედაქალაქს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ამ თავდასხმებს იგერიებდნენ.
ალიევმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ AZAL-ის თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ეს ფაქტი უკვე დადასტურებულია.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა თვითმფრინავის კორპუსში მრავალი ხვრელების არსებობას და იმ ფაქტს, რომ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები დაიჭრნენ.
საუბრისას აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ამ ტრაგედიის ყველა დეტალის გამოძიების და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას, იტყობინება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.
ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ. გროზნოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის ორი თანამშრომელი იმყოფება, სადაც რუს კოლეგებთან ერთად მუშაობენ. ავიაკატასტროფის ადგილზე მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის შესაბამისი სამსახურებიც.
თურქეთი ბაქოში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის, რვაკაციანი ჯგუფი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით ტრაგედიის ყველა ასპექტის გამოსავლენად იმუშავებს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების შედეგებს ელოდება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკატასტროფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.