https://sputnik-georgia.com/20241227/ramdeni-partia-miirebs-saxelmwifo-dafinanseba-ceskos-monacemebi-291567471.html
რამდენი პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას - ცესკოს მონაცემები
რამდენი პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას - ცესკოს მონაცემები
Sputnik საქართველო
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“. 27.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-27T12:20+0400
2024-12-27T12:20+0400
2024-12-27T13:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122073_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c749875624b4d1bd95dcddb5c99106df.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს შვიდი პოლიტიკური გაერთიანება, მათგან ხუთი ოპოზიციურია, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.როგორც ცესკოში აღნიშნეს, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების უფლება შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა.ეს პარტიებია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“.ცესკოს ინფორმაციით, ამ შვიდი პარტიიდან დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოიწურა.საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122073_68:49:1141:854_1920x0_80_0_0_a60517c017587ac24d61cda14970f483.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
რამდენი პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას - ცესკოს მონაცემები
12:20 27.12.2024 (განახლებულია: 13:25 27.12.2024) დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს შვიდი პოლიტიკური გაერთიანება, მათგან ხუთი ოპოზიციურია, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც
ცესკოში აღნიშნეს, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების უფლება შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა.
ეს პარტიებია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“.
ცესკოს ინფორმაციით, ამ შვიდი პარტიიდან დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.
დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოიწურა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.