გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

© Courtesy of Nakrebiგიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე
გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2024
გამოწერა
მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონი“ს ფორვარდი, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე კლუბის გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გიორგი მიქაუტაძის გარდა, კლუბის პრესსამსახურმა თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის კიდევ ორი ​​პრეტენდენტი გამოარჩია – შემტევი ნახევარმცველი რაიან ჩერკი და მცველი ნიკოლა ტალიაფიკო. გულშემატკივრებმა ქართველი აირჩიეს - ხმების 76%.
დეკემბერში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლიონის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე (ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ევროპა ლიგა) ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ 2024 წლის ივლისში, ევროს დასრულებიდან მალევე, სადაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „მონაკოსთან“ კონტრაქტი არ გააფორმა და ის ოფიციალურად გახდა მშობლიური „ლიონის“ ფეხბურთელი, რომლის რიგებშიც სიჭაბუკეში თამაშობდა. მანამდე მიქაუტაძე მეორე ლიგის კლუბ „მეცში“ თამაშობდა.
მიქაუტაძის შეძენა „ლიონს“ 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი ფეხბურთელთან 2028 წლის 20 ივნისამდეა გათვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0