https://sputnik-georgia.com/20241226/ruset-ukrainis-konfliqti-291551196.html
მოსაზრება: მიმავალი წელი უკრაინაში „შუქს აქრობს“
მოსაზრება: მიმავალი წელი უკრაინაში „შუქს აქრობს“
Sputnik საქართველო
სამხედრო მარცხების სერიამ და უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფულმა მდგომარეობამ ფრონტის ყველა მონაკვეთზე ვერ შეცვალა კიევის რეჟიმის ანტირუსული რიტორიკა... 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T11:49+0400
2024-12-26T11:49+0400
2024-12-26T12:02+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/86/245818696_0:218:2869:1831_1920x0_80_0_0_295b021b757e8bfa051c564a171ee698.jpg
სამხედრო მარცხების სერიამ და უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფულმა მდგომარეობამ ფრონტის ყველა მონაკვეთზე ვერ შეცვალა კიევის რეჟიმის ანტირუსული რიტორიკა და არსი. რუსეთი აგრძელებს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ამოცანების გადაწყვეტას მხოლოდ სამხედრო საშუალებებით, ხოლო სსო-ს მეოთხე წელი ბანდერული უკრაინისათვის კარგს არაფერს მოასწავებს.რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 25 დეკემბერს დილით მიიტანეს მასშტაბური იერიში მაღალი სიზუსტის დიდი მანძილის იარაღით და დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. რაკეტებმა „კალიბრი“ და Х-101-მა, ასევე „ისკანდერებმა“ და დრონებმა გაანადგურეს ობიექტები კიევში, დნეპროპეტროვსკში (ზელენოდოლსკის თბოსადგური), კრემენჩუგში, კრივოი როგში, ხარკოვში, ივანო-ფრანკოვსკში (ბურშტინის თბოსადგური), კრამატორსკში (სლავიანსკის თბოსადგური). აფეთქებები დაფიქსირდა ვინიცისა და ხმელნიცკის ოლქებშიც. უკვე მეორე დღეა, კიევში იწვის საიდუმლო ობიექტები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე განლაგებული F-16 ტიპის თვითმფრინავები და SCALP/Storm Shadow რაკეტების მატარებლები.კიევის უზურპატორმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოიტყუა, რომ თითქოს 70-დან 50 რუსული რაკეტა გაანადგურეს. წინა დღეს კი განაცხადა, რომ 60-დან 59 საჰაერო სამიზნე იქნა ნეიტრალიზებული. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გალუშენკომ აღიარა, რომ რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე, რომლებიც ბანდერისტული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფდნენ.რუსული სარაკეტო დარტყმების სტრატეგიული მიზანია სამხედრო ტექნიკის წარმოებისა და რემონტის შეჩერება, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება.რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური იერიშების გაგრძელება უკრაინის ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია, რაც 2024 წლის სტრატეგიის გაგრძელებაა და 2025 წლის ახალი ესტაფეტა.რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს განადგურდა რამდენიმე უკრაინული არმია, როგორიც იყო 2022 წლის თებერვალში: დაახლოებით 1 მილიონი სამხედროა მოკლული ან დაჭრილი, 650-ზე მეტი თვითმფრინავი და 280 ვერტმფრენი, 38500 უპილოტო საფრენი აპარატი, 590 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 1500 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, თითქმის 2000 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 19990 საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნი. მხოლოდ კურსკის მიმართულებით ხუთ თვეში უკრაინამ დაკარგა 43700-ზე მეტი სამხედრო, რაც 20 სრულმასშტაბიან ბრიგადას შეესაბამება.პოლონეთის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ ვალდემარ შკშიპჩაკის თქმით, 24 დეკემბრის მონაცემებით, რუსული ჯარები ინიციატივას ფლობენ ფრონტის მთელ ხაზზე, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ შეტევებს, ხოლო უკრაინული ძალები მუდმივად უკან იხევენ, რაც დიდ ადამიანურ და ტექნიკურ დანაკარგებს იწვევს.ბრიტანელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა პოლონელი სტრატეგის მიმოხილვა შემდეგნაირად გაავრცელა: „სამხედრო მდგომარეობა კატასტროფიდან უბედურებაში გადაიზარდა. ყველა უკრაინული შეტევა და კონტრშეტევა უშედეგოა. უკრაინული ჯარები სულ უფრო დემორალიზებულია… სურათი კატასტროფულია“.„უკრაინსკაია პრავდა “ არ მალავს „ჯარების მართვაში ქაოსსა“ და უკან დახევის დინამიკას: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ივნისში დონბასში დაკარგეს 100 კმ², სექტემბერში – 400 კმ², ნოემბერში – 610 კმ². უფრო მეტიც, უკრაინული მედია პროგნოზირებს, რომ რუსული ჯარები მალე შეუტევენ ხერსონის მიმართულებით და მოახდენენ დნეპრის ფორსირებას.ევროპარლამენტში გაჩნდა გაბედული მოსაზრება უკრაინაში კონფლიქტის „ყველაზე ლოგიკური“ დასრულების შესახებ – ყველა რუსულენოვანი ტერიტორიის დაბრუნება რუსეთში და კიევის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა. სავარაუდოდ, ამ პროგნოზის ავტორს, ევროპარლამენტის ბულგარელ დეპუტატ პეტარ ვოლგინს, თავად არ ესმის, რამდენად რუსულენოვანია ქალაქი კიევი (უკრაინას არც ერთი ქალაქი არ აუშენებია).მეორე მხრივ, მოსკოვი არ ავლენს ილუზიებს, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მოწესრიგების სიმარტივესთან დაკავშირებით, თუნდაც თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პრობლემა შეიძლება, გადაიჭრას მხოლოდ რუსეთისა და სხვა ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით, რთული შეთანხმებების დადებით ევროპაში საიმედო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ.ამიტომ, რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის და კონტრტერორისტული ოპერაციის ზონებში ეფექტურად აგრძელებენ ბანდერისტული შეიარაღებული ფორმირებების, ნატოს „მოხალისეებისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებას, ასევე დასავლური შეიარაღებისა და ტექნიკის „რკინის ნაკადისა“ და „განსაკუთრებულობის“ მითების დამსხვრევას.უკრაინის ფრონტზე თითქმის სამი წელია, „იხარშება“ ძველი მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ისა და ნატოს „წესებზე“. აქ ყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორ და განუყოფელ უსაფრთხოებას მრავალპოლარული სამყაროსთვის. ამიტომ საეჭვოა, რომ ახალი 2025 წელი იქნება უფრო მარტივი, ვიდრე მიმდინარე წელი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/86/245818696_68:0:2799:2048_1920x0_80_0_0_c2f43b0c609f24ac6b312033eea30937.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
სამხედრო მარცხების სერიამ და უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფულმა მდგომარეობამ ფრონტის ყველა მონაკვეთზე ვერ შეცვალა კიევის რეჟიმის ანტირუსული რიტორიკა და არსი. რუსეთი აგრძელებს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ამოცანების გადაწყვეტას მხოლოდ სამხედრო საშუალებებით, ხოლო სსო-ს მეოთხე წელი ბანდერული უკრაინისათვის კარგს არაფერს მოასწავებს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 25 დეკემბერს დილით მიიტანეს მასშტაბური იერიში მაღალი სიზუსტის დიდი მანძილის იარაღით და დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას.
რაკეტებმა „კალიბრი“ და Х-101-მა, ასევე „ისკანდერებმა“ და დრონებმა გაანადგურეს ობიექტები კიევში, დნეპროპეტროვსკში (ზელენოდოლსკის თბოსადგური), კრემენჩუგში, კრივოი როგში, ხარკოვში, ივანო-ფრანკოვსკში (ბურშტინის თბოსადგური), კრამატორსკში (სლავიანსკის თბოსადგური). აფეთქებები დაფიქსირდა ვინიცისა და ხმელნიცკის ოლქებშიც. უკვე მეორე დღეა, კიევში იწვის საიდუმლო ობიექტები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე განლაგებული F-16 ტიპის თვითმფრინავები და SCALP/Storm Shadow რაკეტების მატარებლები.
კიევის უზურპატორმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოიტყუა, რომ თითქოს 70-დან 50 რუსული რაკეტა გაანადგურეს. წინა დღეს კი განაცხადა, რომ 60-დან 59 საჰაერო სამიზნე იქნა ნეიტრალიზებული. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გალუშენკომ აღიარა, რომ რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე, რომლებიც ბანდერისტული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფდნენ.
რუსული სარაკეტო დარტყმების სტრატეგიული მიზანია სამხედრო ტექნიკის წარმოებისა და რემონტის შეჩერება, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური იერიშების გაგრძელება უკრაინის ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია, რაც 2024 წლის სტრატეგიის გაგრძელებაა და 2025 წლის ახალი ესტაფეტა.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს განადგურდა რამდენიმე უკრაინული არმია, როგორიც იყო 2022 წლის თებერვალში: დაახლოებით 1 მილიონი სამხედროა მოკლული ან დაჭრილი, 650-ზე მეტი თვითმფრინავი და 280 ვერტმფრენი, 38500 უპილოტო საფრენი აპარატი, 590 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 1500 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, თითქმის 2000 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 19990 საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნი. მხოლოდ კურსკის მიმართულებით ხუთ თვეში უკრაინამ დაკარგა 43700-ზე მეტი სამხედრო, რაც 20 სრულმასშტაბიან ბრიგადას შეესაბამება.
პოლონეთის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ ვალდემარ შკშიპჩაკის თქმით, 24 დეკემბრის მონაცემებით, რუსული ჯარები ინიციატივას ფლობენ ფრონტის მთელ ხაზზე, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ შეტევებს, ხოლო უკრაინული ძალები მუდმივად უკან იხევენ, რაც დიდ ადამიანურ და ტექნიკურ დანაკარგებს იწვევს.
ბრიტანელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა პოლონელი სტრატეგის მიმოხილვა შემდეგნაირად გაავრცელა: „სამხედრო მდგომარეობა კატასტროფიდან უბედურებაში გადაიზარდა. ყველა უკრაინული შეტევა და კონტრშეტევა უშედეგოა. უკრაინული ჯარები სულ უფრო დემორალიზებულია… სურათი კატასტროფულია“.
„უკრაინსკაია პრავდა “ არ მალავს „ჯარების მართვაში ქაოსსა“ და უკან დახევის დინამიკას: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ივნისში დონბასში დაკარგეს 100 კმ², სექტემბერში – 400 კმ², ნოემბერში – 610 კმ². უფრო მეტიც, უკრაინული მედია პროგნოზირებს, რომ რუსული ჯარები მალე შეუტევენ ხერსონის მიმართულებით და მოახდენენ დნეპრის ფორსირებას.
ევროპარლამენტში გაჩნდა გაბედული მოსაზრება უკრაინაში კონფლიქტის „ყველაზე ლოგიკური“ დასრულების შესახებ – ყველა რუსულენოვანი ტერიტორიის დაბრუნება რუსეთში და კიევის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა. სავარაუდოდ, ამ პროგნოზის ავტორს, ევროპარლამენტის ბულგარელ დეპუტატ პეტარ ვოლგინს, თავად არ ესმის, რამდენად რუსულენოვანია ქალაქი კიევი (უკრაინას არც ერთი ქალაქი არ აუშენებია).
მეორე მხრივ, მოსკოვი არ ავლენს ილუზიებს, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მოწესრიგების სიმარტივესთან დაკავშირებით, თუნდაც თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პრობლემა შეიძლება, გადაიჭრას მხოლოდ რუსეთისა და სხვა ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით, რთული შეთანხმებების დადებით ევროპაში საიმედო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ.
ამიტომ, რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის და კონტრტერორისტული ოპერაციის ზონებში ეფექტურად აგრძელებენ ბანდერისტული შეიარაღებული ფორმირებების, ნატოს „მოხალისეებისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებას, ასევე დასავლური შეიარაღებისა და ტექნიკის „რკინის ნაკადისა“ და „განსაკუთრებულობის“ მითების დამსხვრევას.
უკრაინის ფრონტზე თითქმის სამი წელია, „იხარშება“ ძველი მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ისა და ნატოს „წესებზე“. აქ ყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორ და განუყოფელ უსაფრთხოებას მრავალპოლარული სამყაროსთვის. ამიტომ საეჭვოა, რომ ახალი 2025 წელი იქნება უფრო მარტივი, ვიდრე მიმდინარე წელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე