https://sputnik-georgia.com/20241226/rogor-catardeba-saqartvelos-meeqvse-prezidentis-inauguracia-detalebi-291555050.html
როგორ ჩატარდება საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია - დეტალები
როგორ ჩატარდება საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია - დეტალები
Sputnik საქართველო
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და მომავალში ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული. 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T19:46+0400
2024-12-26T19:46+0400
2024-12-26T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291083870_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4760da6d075ce8942db6096661165f1c.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება - ის ფიცს საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულ ეგზემპლარზე დადებს, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.სულ დაიბეჭდა სამი ეგზემპლარი - ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მესამე - სახელმწიფო არქივს.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცერემონიაზე მოწვეულნი არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.ამ დროისთვის უცნობია, დაესწრებიან თუ არა ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291083870_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_337f3adfe726b425e0cdcf08127be37a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, შალვა პაპუაშვილი
როგორ ჩატარდება საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია - დეტალები
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და მომავალში ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება - ის ფიცს საქართველოს კონსტიტუციის განსაკუთრებულ ეგზემპლარზე დადებს, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტად სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 224-ის ხმა მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა, ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
„როგორც არის ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკების, ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი განთავსდება მუზეუმში და ის მხოლოდ ინაუგურაციების დროს იქნება გამოყენებული.
სულ დაიბეჭდა სამი ეგზემპლარი - ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მესამე - სახელმწიფო არქივს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცერემონიაზე მოწვეულნი არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის უცნობია, დაესწრებიან თუ არა ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.