https://sputnik-georgia.com/20241226/prezidenti-da-opozicia-maidanis-scenarit-moqmedeben-papuasvili-291562844.html
პრეზიდენტი და ოპოზიცია „მაიდანის“ სცენარით მოქმედებენ - პაპუაშვილი
პრეზიდენტი და ოპოზიცია „მაიდანის“ სცენარით მოქმედებენ - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქვეყანას ახლა "არალეგიტიმური ხელისუფლება" მართავს 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T20:28+0400
2024-12-26T20:28+0400
2024-12-26T20:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291168995_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_7b0a1a1d36334be5b523ca420a3beb45.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. გარედან მართული სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში ექსტრემიზმის შეტანას და მოქმედებენ „მაიდანის“ სცენარით, რაც საქართველოში განწირულია, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თუ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას არ დატოვებს, ისინი მას ფიზიკურად დაიცავენ.ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ახსენა პარლამენტის შენობის წინ მდგარი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც, პაპუაშვილის თქმით, პირდაპირ მოუწოდებდნენ ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას „მაიდანის“ სცენარზე გადასვლისკენ.ნოემბრის დასაწყისში თბილისს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტარები ეწვივნენ. ვიცე-სპიკერები და ევროკავშირის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები შეხვდნენ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საღამოს კი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ.„შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინ არ მოეწონა მშვიდი ვითარება რომ იყო და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, მოგვიანებით ყველამ დაინახა, როგორ გადაეწყვნენ მომიტინგეები მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები, ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას.ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ქართულ საზოგადოებასთან და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან, აღნიშნა პაპუაშვილმა.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს სადავეებში „არალეგიტიმური ხელისუფლება“ დგას. 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.მეტიც, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების დაწყებას, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291168995_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_9d104b17cccdc68566e3d28049217132.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
პრეზიდენტი და ოპოზიცია „მაიდანის“ სცენარით მოქმედებენ - პაპუაშვილი
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქვეყანას ახლა "არალეგიტიმური ხელისუფლება" მართავს
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. გარედან მართული სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში ექსტრემიზმის შეტანას და მოქმედებენ „მაიდანის“ სცენარით, რაც საქართველოში განწირულია, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თუ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას არ დატოვებს, ისინი მას ფიზიკურად დაიცავენ.
ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაზე უარს აცხადებს. როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ... ეს არის ნაწილი ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ. ეს არის მართული პროცესი გარედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ახსენა პარლამენტის შენობის წინ მდგარი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც, პაპუაშვილის თქმით, პირდაპირ მოუწოდებდნენ ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას „მაიდანის“ სცენარზე გადასვლისკენ.
ნოემბრის დასაწყისში თბილისს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტარები ეწვივნენ. ვიცე-სპიკერები და ევროკავშირის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები შეხვდნენ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საღამოს კი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ.
„შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინ არ მოეწონა მშვიდი ვითარება რომ იყო და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მოგვიანებით ყველამ დაინახა, როგორ გადაეწყვნენ მომიტინგეები მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები, ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას.
„ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია ცდილობდნენ რომ საქართველოში განეხორციელებინათ, მაგრამ ამ ყველაფერში ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ და მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ქართულ საზოგადოებასთან და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან, აღნიშნა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს სადავეებში „არალეგიტიმური ხელისუფლება“ დგას. 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
მეტიც, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების დაწყებას, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.