https://sputnik-georgia.com/20241226/batumidan-rusetis-mimartulebit-aviareisebi-gadaido-291563170.html
ბათუმიდან რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გადაიდო
ბათუმიდან რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გადაიდო
Sputnik საქართველო
გარდა ამისა, ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავის გაფრენის დროც შეიცვალა 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T19:08+0400
2024-12-26T19:08+0400
2024-12-26T19:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252374108_0:0:3500:1969_1920x0_80_0_0_44fd26c5d556eb709944078397586161.jpg.webp
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანიების (Azimuth და Red Wings) ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და ჟუკოვსკის მიმართულებით, სავარაუდოდ, ქარის გამო გადაიდო, განუცხადეს Sputnik-საქართველოს აეროპორტის ცხელ ხაზზე.აეროპორტის ცნობით, ბათუმი-მოსკოვის რეისი, რომელსაც Azimuth Airlines ახორციელებს, ბათუმიდან ადგილობრივი დროით 15:40 საათზე უნდა გაფრენილიყო. ახალი განრიგის მიხედვით, გამგზავრების თარიღი 21:00 საათია.გარდა ამისა, შეიცვალა ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავის გაფრენის დროც. ბათუმი-ჟუკოვსკის რეისი, 22:20 საათის ნაცვლად, 2 საათისა და 34 წუთის დაგვიანებით შესრულდება.მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252374108_459:0:3183:2043_1920x0_80_0_0_a4e5011836cf24afae92149e49918729.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ბათუმი
ბათუმიდან რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გადაიდო
გარდა ამისა, ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავის გაფრენის დროც შეიცვალა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანიების (Azimuth და Red Wings) ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და ჟუკოვსკის მიმართულებით, სავარაუდოდ, ქარის გამო გადაიდო, განუცხადეს Sputnik-საქართველოს აეროპორტის ცხელ ხაზზე.
აეროპორტის ცნობით, ბათუმი-მოსკოვის რეისი, რომელსაც Azimuth Airlines ახორციელებს, ბათუმიდან ადგილობრივი დროით 15:40 საათზე უნდა გაფრენილიყო. ახალი განრიგის მიხედვით, გამგზავრების თარიღი 21:00 საათია.
გარდა ამისა, შეიცვალა ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავის გაფრენის დროც. ბათუმი-ჟუკოვსკის რეისი, 22:20 საათის ნაცვლად, 2 საათისა და 34 წუთის დაგვიანებით შესრულდება.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.