https://sputnik-georgia.com/20241226/aviakatastrofa-aqtausi-291553540.html
ავიაკატასტროფა აქტაუში: ყაზახეთის სენატის სპიკერმა გავრცელებულ ხმებს სპეკულაცია უწოდა
ავიაკატასტროფა აქტაუში: ყაზახეთის სენატის სპიკერმა გავრცელებულ ხმებს სპეკულაცია უწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან გავრცელებული ცნობები, თითქოს კატასტროფა დაცხრილვის... 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T16:57+0400
2024-12-26T16:57+0400
2024-12-26T16:57+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1a/291550856_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_1d99170672de34240b85213b550ee23f.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან გავრცელებული ცნობები, თითქოს კატასტროფა დაცხრილვის შედეგად მოხდა, სპეკულაციაა, განაცხადა ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა.როგორც აშიმბაევმა თქვა, ჩამოთვლილთაგან არცერთი ქვეყანა არაა დაინტერესებული ინფორმაციის დამალვით და ამიტომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრის და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის იყვნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები. კატასტოფაში დაიღუპა 38 და გადარჩა 29 ადამიანი. 11 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1a/291550856_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_cec1ca8d643e3d1f932dcdb1335f87c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, შემთხვევები, ყაზახეთი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, შემთხვევები, ყაზახეთი
ავიაკატასტროფა აქტაუში: ყაზახეთის სენატის სპიკერმა გავრცელებულ ხმებს სპეკულაცია უწოდა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან გავრცელებული ცნობები, თითქოს კატასტროფა დაცხრილვის შედეგად მოხდა, სპეკულაციაა, განაცხადა ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა.
„ავიაკატასტროფის მიზეზები ახლა უცნობია. მუშაობს სპეციალური კომისია. ჩართულები არიან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურები. მათთან ერთად მუშაობენ ჩვენი სპეციალისტებიც. ფოტოებიდან უცბად რაღაც დასკვნის გაკეთება, რომ ეს თითქოს რაღაც ქმედებების ბრალია, არის სპეკულაცია და უსაფუძვლო განცხადებები“, — აღნიშნა მან.
როგორც აშიმბაევმა თქვა, ჩამოთვლილთაგან არცერთი ქვეყანა არაა დაინტერესებული ინფორმაციის დამალვით და ამიტომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრის და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის იყვნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები. კატასტოფაში დაიღუპა 38 და გადარჩა 29 ადამიანი. 11 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.