https://sputnik-georgia.com/20241225/rogora-16-wlis-dachrili-bichis-janmrtelobis-mdgomareoba-291534776.html
კრიტიკულად მძიმე - ექიმი 16 წლის დაჭრილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
კრიტიკულად მძიმე - ექიმი 16 წლის დაჭრილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი - 14 წლის მოზარდი - ცხელ კვალზე დააკავეს. 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T11:18+0400
2024-12-25T11:18+0400
2024-12-25T11:18+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/63/237516398_0:100:2883:1721_1920x0_80_0_0_93320fd4e9a2d3b48b11a6cc55040d49.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".შემთხვევა ნაძალადევის რაიონში 23 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს 14 წლის მოზარდი რამდენიმე პირთან ერთად თავს დაესხა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარკვეული პერიოდი დაჭრილის თანასკოლელი იყო და ის ერთ-ერთ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომლის წევრებიც ნიღბებით გადაადგილდებიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.დაჭრილის დედის ინფორმაციით, თავდამსხმელს მოზარდის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა, თუმცა მოტივი არ სახელდება.მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/63/237516398_227:0:2654:1820_1920x0_80_0_0_006b58fcecca293d736aa7109de7afaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კრიტიკულად მძიმე - ექიმი 16 წლის დაჭრილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი - 14 წლის მოზარდი - ცხელ კვალზე დააკავეს.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ნაძალადევის რაიონში 23 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს 14 წლის მოზარდი რამდენიმე პირთან ერთად თავს დაესხა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
„ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. მას მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში", - განაცხადა პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმმა ხათუნა ხუფენიამ.
სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარკვეული პერიოდი დაჭრილის თანასკოლელი იყო და ის ერთ-ერთ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომლის წევრებიც ნიღბებით გადაადგილდებიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
დაჭრილის დედის ინფორმაციით, თავდამსხმელს მოზარდის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა, თუმცა მოტივი არ სახელდება.
მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.