https://sputnik-georgia.com/20241225/ra-saxis-oqros-kidis-erovnuli-banki-291534586.html
რა სახის ოქროს ყიდის საქართველოს ეროვნული ბანკი - მარეგულირებლის განმარტება
რა სახის ოქროს ყიდის საქართველოს ეროვნული ბანკი - მარეგულირებლის განმარტება
Sputnik საქართველო
ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T12:18+0400
2024-12-25T12:18+0400
2024-12-25T12:18+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_7a9480d617ecaa480b896d3f6220266b.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებიდან ოქროს არ ყიდის, ნათქვამია მარეგულირებლის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკი არაერთმა ეკონომისტმა დაადანაშაულა ოქროს რეზერვების - ოქროს სერტიფიკატების და საინვესტიციო ზოდების გაზრდილი გაყიდვების გამო.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ოქროს საინვესტიციო ბაზრის განვითარებას და ადგილობრივი ინვესტორების აქტივების დივერსიფიკაციას.„უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვის კომერციული პროგრამა ხორციელდება ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მაღალი სტანდარტებისა და დადგენილი სანქციების სრული დაცვით. თითოეული მყიდველი ზედმიწევნით მოწმდება. რაც შეეხება ოქროს სერტიფიკატებს, ეროვნული ბანკის დადგენილებით, მათ მხოლოდ კომერციული ბანკები ყიდულობენ", - ნათქვამია განცხადებაში.როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საქართველოს საბანკო სისტემა იცავს საერთაშორისო სანქციებსა და ადგილობრივ კანონმდებლობას.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტიცია დანაზოგის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ტრადიციული გზაა და მასზე მუდმივი მოთხოვნაა.„აღსანიშნავია, რომ საქართველოში საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა იზრდება: გასული წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკისგან თითქმის 600-მა კლიენტმა შეიძინა ოქროს ზოდები, რომლებმაც ათასამდე ტრანზაქცია განახორციელეს", - ნათქვამია განცხადებაში. წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვებმა 4,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_143:0:2872:2047_1920x0_80_0_0_bbd9845d6344d36530df70817530b1a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა სახის ოქროს ყიდის საქართველოს ეროვნული ბანკი - მარეგულირებლის განმარტება
ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებიდან ოქროს არ ყიდის, ნათქვამია მარეგულირებლის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი არაერთმა ეკონომისტმა დაადანაშაულა ოქროს რეზერვების - ოქროს სერტიფიკატების და საინვესტიციო ზოდების გაზრდილი გაყიდვების გამო.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო, ოქროს სერტიფიკატებისა და საინვესტიციო ზოდების სახით", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ოქროს საინვესტიციო ბაზრის განვითარებას და ადგილობრივი ინვესტორების აქტივების დივერსიფიკაციას.
„უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვის კომერციული პროგრამა ხორციელდება ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მაღალი სტანდარტებისა და დადგენილი სანქციების სრული დაცვით. თითოეული მყიდველი ზედმიწევნით მოწმდება. რაც შეეხება ოქროს სერტიფიკატებს, ეროვნული ბანკის დადგენილებით, მათ მხოლოდ კომერციული ბანკები ყიდულობენ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საქართველოს საბანკო სისტემა იცავს საერთაშორისო სანქციებსა და ადგილობრივ კანონმდებლობას.
„გაუგებარია, რატომ იქმნება ხელოვნური აჟიოტაჟი ოქროს სერტიფიკატების გაყიდვის საკითხის ირგვლივ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე ჩრდილის მიყენების მორიგი მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტიცია დანაზოგის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ტრადიციული გზაა და მასზე მუდმივი მოთხოვნაა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა იზრდება: გასული წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკისგან თითქმის 600-მა კლიენტმა შეიძინა ოქროს ზოდები, რომლებმაც ათასამდე ტრანზაქცია განახორციელეს", - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვებმა 4,1 მლრდ დოლარი შეადგინა.