https://sputnik-georgia.com/20241225/qartul-ocnebashi-aqciis-organizatorebi-daasaxeles-291538943.html
სააკაშვილმა ინფორმაცია გათქვა? „ქართულ ოცნებაში“ აქციის ორგანიზატორები დაასახელეს
სააკაშვილმა ინფორმაცია გათქვა? „ქართულ ოცნებაში“ აქციის ორგანიზატორები დაასახელეს
Sputnik საქართველო
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის განცხადებები ერთგვარად ასახავს იმ სულისკვეთებას და გეგმებს, რაც გააჩნიათ რადიკალებს, განაცხადა მათიკაშვილმა 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T16:27+0400
2024-12-25T16:27+0400
2024-12-25T20:34+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/18/291521301_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b3b693d44329918bbf36ab3b8c425d91.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ თბილისში საპროტესტო აქციები „რადიკალური ოპოზიციის" მიერაა ორგანიზებული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.სააკაშვილმა 24 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ონლაინ-ჩართვისას განაცხადა, რომ ხალხს სჭირდება შედეგი, როდესაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოგყავს, ისინი უკან გამარჯვების გარეშე არ უნდა გაუშვა. მისი თქმით, ბევრი ხალხის შეკრება აუცილებელია არა განცხადებების გაკეთებისას ფონისთვის, არამედ ქმედებისთვის. აუცილებელია „მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“, აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.მან არ გამორიცხა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი თავისი სურვილით გადის საპროტესტო აქციებზე, თუმცა, უმრავლესობა კვლავ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიების მიერ არის მობილიზებული.ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, თუ რას გულისხმობდა სააკაშვილი შედეგზე საუბრისას.„რომელი შედეგია საჭირო? უკრაინას რა შედეგიც დაუდგა, ის შედეგია საქართველოში საჭირო? ალბათ, ამას გულისხმობს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.ჯამში, 28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/18/291521301_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8276429cdc957035f344bcf75eac8ed7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საპროტესტო აქციები თბილისში
სააკაშვილმა ინფორმაცია გათქვა? „ქართულ ოცნებაში“ აქციის ორგანიზატორები დაასახელეს
16:27 25.12.2024 (განახლებულია: 20:34 25.12.2024) მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის განცხადებები ერთგვარად ასახავს იმ სულისკვეთებას და გეგმებს, რაც გააჩნიათ რადიკალებს, განაცხადა მათიკაშვილმა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ თბილისში საპროტესტო აქციები „რადიკალური ოპოზიციის" მიერაა ორგანიზებული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
სააკაშვილმა 24 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ონლაინ-ჩართვისას განაცხადა, რომ ხალხს სჭირდება შედეგი, როდესაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოგყავს, ისინი უკან გამარჯვების გარეშე არ უნდა გაუშვა. მისი თქმით, ბევრი ხალხის შეკრება აუცილებელია არა განცხადებების გაკეთებისას ფონისთვის, არამედ ქმედებისთვის. აუცილებელია „მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“, აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
„მისი განცხადებები ერთგვარად ასახავს იმ სულისკვეთებას და გეგმებს, რაც გააჩნიათ რადიკალებს", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მან არ გამორიცხა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი თავისი სურვილით გადის საპროტესტო აქციებზე, თუმცა, უმრავლესობა კვლავ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიების მიერ არის მობილიზებული.
„შესაძლებელია, ნამდვილად არის რაღაც ნაწილი გულწრფელად იქ (აქციაზე - რედ.) გამოსული, თუმცა, დიდ ნაწილს და უმეტესობას, რაც საააკაშვილის განცხადებიდანაც დასტურდება, რეალურად აორგანიზებენ რადიკალები და ჩამოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან", - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, თუ რას გულისხმობდა სააკაშვილი შედეგზე საუბრისას.
„რომელი შედეგია საჭირო? უკრაინას რა შედეგიც დაუდგა, ის შედეგია საქართველოში საჭირო? ალბათ, ამას გულისხმობს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
ჯამში, 28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.