https://sputnik-georgia.com/20241225/obchas-adgilwarmoshobis-dasaxelebis-statusi-mienicha-291518748.html
კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
Sputnik საქართველო
ღვინო ქარვისფერი „ობჩა" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ „ცოლიკოურის" ჯიშის ყურძნიდან. 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T11:00+0400
2024-12-25T11:00+0400
2024-12-25T11:00+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23946/44/239464410_0:0:3591:2020_1920x0_80_0_0_5968faae5f3a282e6630b607880bad5c.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქართული მშრალი ღვინო „ობჩა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მქონე ღვინოების სიას შეუერთდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ახორციელებს. ეს სტატუსები განსაკუთრებულ პროდუქტებს ენიჭება.გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით „საქპატენტს“ შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა.ღვინო ქარვისფერი „ობჩა" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ „ცოლიკოურის" ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია „ციცქას" და/ან „კრახუნას" ჯიშის ყურძნის გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში.ღვინო წითელი „ობჩა" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული „ოცხანური საფერეს" ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.ამ ეტაპზე საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: „ქინძმარაული", „მანავი", „კახეთი", „ნაფარეული", „თელიანი", „მუკუზანი", „წინანდალი", „ახაშენი", „გურჯაანი", „ხვანჭკარა", „ატენი", „სვირი", „ვაზისუბანი", „კარდენახი", „ტიბაანი", „ტვიში", „ყვარელი", „კოტეხი", „ხაშმის საფერავი", „ბოლნისი", „სალხინოს ოჯალეში", „ახმეტა", „წარაფი", „ახოები", „მაღრაანის ქისი", „ოყურეშის უსახელოური", „ზეგაანი", „ასურეთული შალა", „ოკამი" და „ობჩა".გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს ხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23946/44/239464410_399:0:3591:2394_1920x0_80_0_0_1fb85d9654ccca33e2a59848ca4416be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
კიდევ ერთ ქართულ ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
ღვინო ქარვისფერი „ობჩა" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ „ცოლიკოურის" ჯიშის ყურძნიდან.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქართული მშრალი ღვინო „ობჩა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მქონე ღვინოების სიას შეუერთდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ახორციელებს. ეს სტატუსები განსაკუთრებულ პროდუქტებს ენიჭება.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით „საქპატენტს“ შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა.
„ობჩა" მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს ქარვისფერი ან წითელი. მიკროზონა მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მოიცავს ქალაქ ბაღდათსა და სოფლებს: პირველი ობჩა, მეორე ობჩა, დიმი, როკითი, ფერსათს, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 120-420 მეტრის ფარგლებშია.
ღვინო ქარვისფერი „ობჩა" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ „ცოლიკოურის" ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია „ციცქას" და/ან „კრახუნას" ჯიშის ყურძნის გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში.
ღვინო წითელი „ობჩა" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული „ოცხანური საფერეს" ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
ამ ეტაპზე საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: „ქინძმარაული", „მანავი", „კახეთი", „ნაფარეული", „თელიანი", „მუკუზანი", „წინანდალი", „ახაშენი", „გურჯაანი", „ხვანჭკარა", „ატენი", „სვირი", „ვაზისუბანი", „კარდენახი", „ტიბაანი", „ტვიში", „ყვარელი", „კოტეხი", „ხაშმის საფერავი", „ბოლნისი", „სალხინოს ოჯალეში", „ახმეტა", „წარაფი", „ახოები", „მაღრაანის ქისი", „ოყურეშის უსახელოური", „ზეგაანი", „ასურეთული შალა", „ოკამი" და „ობჩა".
„ობჩის" ნიადაგის მორფოლოგია და მიკროზონის კლიმატი, აისახება ღვინო „ობჩას" მაღალ ხარისხზე.
გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს ხდის.