https://sputnik-georgia.com/20241225/metal-plusis-direqtori-daakaves-291539942.html
დიდ ოდენობით თანხების მითვისებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი დააკავეს
დიდ ოდენობით თანხების მითვისებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით. 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T18:19+0400
2024-12-25T18:19+0400
2024-12-25T18:19+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შპს „მეტალ +“-ის დირექტორი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1.091,329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.აღნიშნულის საფუძველზე კომპანიის ანგარიშზე ჯამში 893.522 ლარი, მათ შორის, 763,931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა, კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, დანარჩენი თანხა კი მიითვისა.,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ შპს „მეტალ +“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212.840 ლარს შეადგენდა, რაც შეეხება ჩარიცხულ 680.682 ლარს, იგი ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მიითვისა.უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ბიზნესმენმა კომპანიის საბანკო ვალდებულებები დაფარა და ამასთანავე უძრავ-მოძრავი ქონება - 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა. აღნიშნული გზით მან 680.682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ქონება დაყადაღებულია. დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დიდ ოდენობით თანხების მითვისებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი დააკავეს
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შპს „მეტალ +“-ის დირექტორი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1.091,329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.
აღნიშნულის საფუძველზე კომპანიის ანგარიშზე ჯამში 893.522 ლარი, მათ შორის, 763,931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა, კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, დანარჩენი თანხა კი მიითვისა.
,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ შპს „მეტალ +“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212.840 ლარს შეადგენდა, რაც შეეხება ჩარიცხულ 680.682 ლარს, იგი ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მიითვისა.
უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ბიზნესმენმა კომპანიის საბანკო ვალდებულებები დაფარა და ამასთანავე უძრავ-მოძრავი ქონება - 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა. აღნიშნული გზით მან 680.682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ქონება დაყადაღებულია. დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.