https://sputnik-georgia.com/20241225/marneulshi-jariskaci-gardaicvala-291535780.html
მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა
მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T11:48+0400
2024-12-25T11:48+0400
2024-12-25T11:56+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/80/234408024_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_883bd4fd3efecc2a0be2145bafcfa07e.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში სამხედრო ბაზაზე ახალწვეული ჯარისკაცი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად მოხდა - გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის (ფახრალო) მკვიდრია.სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია განცხადებაში.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.უწყების ცნობით, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/80/234408024_450:39:1500:827_1920x0_80_0_0_02025e2e2e471bd76519b2f3b3eff9cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა
11:48 25.12.2024 (განახლებულია: 11:56 25.12.2024) გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში სამხედრო ბაზაზე ახალწვეული ჯარისკაცი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად მოხდა - გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის (ფახრალო) მკვიდრია.
სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.