https://sputnik-georgia.com/20241224/tbilisshi-16-wlis-bichi-dachres-291520153.html
თბილისში 16 წლის ბიჭი დაჭრეს: დანაშაულის სავარაუდო ჩამდენიც არასრულწლოვანია
თბილისში 16 წლის ბიჭი დაჭრეს: დანაშაულის სავარაუდო ჩამდენიც არასრულწლოვანია
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. 24.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-24T13:31+0400
2024-12-24T13:31+0400
2024-12-24T14:06+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში 16 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდია, რომელიც 16 წლის ახალგაზრდას თავს რამდენიმე პირთან ერთად დაესხმა.დაშავებულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა, მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისი ასაკის გამო არ განხორციელდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის დაჭრილს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში 16 წლის ბიჭი დაჭრეს: დანაშაულის სავარაუდო ჩამდენიც არასრულწლოვანია
13:31 24.12.2024 (განახლებულია: 14:06 24.12.2024) სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში 16 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდია, რომელიც 16 წლის ახალგაზრდას თავს რამდენიმე პირთან ერთად დაესხმა.
დაშავებულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა, მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისი ასაკის გამო არ განხორციელდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის დაჭრილს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.