ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულშია

© Georgia national football teamვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2024
გამოწერა
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი 2024 წლის მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელების (მამაკაცთა ეროვნული გუნდების) ათეულში მოხვდა.
მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე იგი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეული ასე გამოიყურება:
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი, ესპანეთის ნაკრები) - 274 ქულა
ლიონელ სკალონი (არგენტინა, არგენტინის ნაკრები) - 148 ქულა
დიდიე დეშამი (საფრანგეთი, საფრანგეთის ნაკრები) - 35 ქულა
გარეთ საუთგეიტი (ინგლისი, ინგლისის ნაკრები) - 26 ქულა
ემერსონ ფაე (კოდ დივუარი, კოტ დივუარის ნაკრები) - 18 ქულა
იულიან ნაგელსმანი (გერმანია, გერმანიის ნაკრები) - 17 ქულა
ნესტორ ლორენცო (არგენტინა, კოლუმბიის ნაკრები) - 14 ქულა
ვინჩენცო მონტელა (იტალია, თურქეთის ნაკრები) - 8 ქულა
ვილი სანიოლი (საფრანგეთი, საქართველოს ნაკრები) - 6 ქულა
მარსელო ბიელსა (არგენტინა, ურუგვაის ნაკრები) - 5 ქულა.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა - 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა შემთხვევითი არ არის - სანიოლს უკავშირდება საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული პერიოდი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. უეფას ერთა ლიგის C ლიგაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის B ლიგაში ასპარეზობს.
2025 წლიდან ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა13 დეკემბერს გაიმართება.
მიმდინარე წლის ნოემბერში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა - ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2028 წლის ჩათვლით პერიოდში უხელმძღვანელებს.
ყველა ახალი ამბავი
0