https://sputnik-georgia.com/20241224/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-291518541.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის ნოემბერში ოქტომბეთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა. 24.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-24T11:49+0400
2024-12-24T11:49+0400
2024-12-24T13:54+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938132_0:0:961:540_1920x0_80_0_0_8eb25a06b8e87d41b851bfe7f500baa0.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,6%-ით  გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  „საქსტატის" მასალებში.ინდექსის  ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ  მრეწველობაში – 4,7%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 6,6%–ით,  ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 23,7%-ით.2024 წლის ნოემბერში ოქტომბეთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები  შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ნოემბერში,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 10,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 2,2%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე  გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ნოემბერში, 2023 წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი  მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი  მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7%-ით, მათ  შორის სასურსათო პროდუქციაზე - 19,1%-ით.საქართველოში  იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,2%-ით  შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია  1,3%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური  ინფლაციის დონემ 2024 წლის ნოემბერში 1,3% შეადგინა (მიზნობრივი  მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის  დონემ 0,3% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2024
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
11:49 24.12.2024  (განახლებულია: 13:54 24.12.2024) 2024 წლის ნოემბერში ოქტომბეთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,6%-ით  გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის  ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ  მრეწველობაში – 4,7%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 6,6%–ით,  ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 23,7%-ით.
2024 წლის ნოემბერში ოქტომბეთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.
ფასები  შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ნოემბერში,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 10,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 2,2%-ით.
ექსპორტზე  გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ნოემბერში, 2023 წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი  მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი  მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7%-ით, მათ  შორის სასურსათო პროდუქციაზე - 19,1%-ით.
საქართველოში  იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,2%-ით  შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია  1,3%-ით გაძვირდა.
წლიური  ინფლაციის დონემ 2024 წლის ნოემბერში 1,3% შეადგინა (მიზნობრივი  მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის  დონემ 0,3% შეადგინა.