https://sputnik-georgia.com/20241224/rodis-daiwyeba-rustavelis-gamziris-remonti-291532237.html
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რემონტი
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რემონტი
Sputnik საქართველო
თბილისის მთავარი გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება 24.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-24T22:10+0400
2024-12-24T22:10+0400
2024-12-24T22:09+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264635900_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_a9940f5b6e981ba431def802a5b6bac2.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის სარემოტო სამუშაოები 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურით დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო იგი გადაიდო.როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბოლო დროს გაუმართავი კომუნიკაციები პრობლემებს ქმნის.მისი თქმით, შენობების განახლება მეორე ეტაპზეა დაგეგმილი.„იქ ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია - სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. იგი დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264635900_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6fdc85a713385cb706e14085ea18a3d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რემონტი
თბილისის მთავარი გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის სარემოტო სამუშაოები 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურით დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო იგი გადაიდო.
„პირველი ეტაპი იქნება მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გამწვანების ზონებითა და მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბოლო დროს გაუმართავი კომუნიკაციები პრობლემებს ქმნის.
მისი თქმით, შენობების განახლება მეორე ეტაპზეა დაგეგმილი.
„იქ ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მთავარი გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება - 60 მილიონი ლარი შენობების აღდგენაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია - სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. იგი დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.