https://sputnik-georgia.com/20241223/vachroba-saqartvelosa-da-rusets-shoris-291505531.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 11 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 10,7% შეადგინა. 23.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-23T11:45+0400
2024-12-23T11:45+0400
2024-12-23T11:45+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_a43ac91a4f1ced137eb46466fc8d1888.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3,4%-ით და 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი თითქმის 5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 10,7% შეადგინა. 2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: თითქმის 132,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 64,7 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 64,6 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 37,3 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, 29,4 ათასი ტონა ხილი. რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ნოემბერში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 299,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 629,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 498,8 ათასი ტონა გაზი, 180,5 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 81,7 ათასი ტონა კოქსი და ა.შ. 2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_164:0:2825:1996_1920x0_80_0_0_e35fa6c2422921bdcfbd3ceb184ea8cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქსტატი
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქსტატი
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები
მიმდინარე წლის 11 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 10,7% შეადგინა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3,4%-ით და 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი თითქმის 5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 10,7% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ნოემბერში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
ექსპორტი | 633,9 | 4,8 |
იმპორტი | 1 635,5 | 2,9 |
სულ | 2 269,4 | 3,4 |
2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: თითქმის 132,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 64,7 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 64,6 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 37,3 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, 29,4 ათასი ტონა ხილი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ნოემბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, ვარდნა,% |
ღვინო | 176,3 | 11,9 |
სპირტიანი სასმელები | 144,6 | 144,0 |
მინერალური წყალი | 72,4 | 25,6 |
ლიმონათი | 57,1 | -2,5 |
ხილი | 32,2 | 14,2 |
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ნოემბერში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 299,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 629,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 498,8 ათასი ტონა გაზი, 180,5 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 81,7 ათასი ტონა კოქსი და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, ვარდნა,% |
ნავთობპროდუქტები | 438,2 | -8,2 |
გაზი | 122,1 | 28,9 |
ნახშირბადოვანი ფოლადი | 82,5 | 111,9 |
ხორბალი და მესლინი | 62,8 | 37,5 |
კოკსი | 39,1 | 32,6 |
2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.