https://sputnik-georgia.com/20241223/bochorishvili-prezidentis-motxovnas-legitimacia-ar-aqvs-291507474.html
საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტის მოთხოვნას ლეგიტიმაცია არ აქვს
საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტის მოთხოვნას ლეგიტიმაცია არ აქვს
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას, განაცხადა ბოჭორიშვილმა 23.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-23T13:00+0400
2024-12-23T13:00+0400
2024-12-23T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:119:960:659_1920x0_80_0_0_3e476d33b935449690c14a714c65385c.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ლეგიტიმაცია არ აქვს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ზურაბიშვილმა 22 დეკემბერს, თბილისის ცენტრში გამართული აქციის სცენიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღის 29 დეკემბრამდე შესათანხმებლად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. „მათ, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად დასრულდეს, უნდა მოვიდნენ“, - დასძინა პრეზიდენტმა.საამისოდ ზურაბიშვილს არ სჭირდება არც კონსტიტუცია, არც კანონი და ზოგადად არანაირი წესი, აღნიშნა მინისტრმა.პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 29 დეკემბერს იწურება. იგი სახელმწიფოს მეთაური 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია დაპირისპირება გამოუცხადა.ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.პრეზიდენტის მიერ კონსიტუტციის დარღვევის ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის ოქტომბერში დაადასტურა. მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაკვეთა და გააგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება ოპოზიციისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმართა, თუმცა პროცესის დასრულება ვერ მოხერხდა, რადგანაც წინა პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა, ოპოზიციამ კი მას მხარი არ დაუჭირა.თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. მათ მოთხოვნას იზიარებენ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:126:960:846_1920x0_80_0_0_86ab62d9dcde5da49a57e70368e9144a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტის მოთხოვნას ლეგიტიმაცია არ აქვს
ზურაბიშვილი სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას, განაცხადა ბოჭორიშვილმა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ლეგიტიმაცია არ აქვს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ზურაბიშვილმა 22 დეკემბერს, თბილისის ცენტრში გამართული აქციის სცენიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღის 29 დეკემბრამდე შესათანხმებლად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. „მათ, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად დასრულდეს, უნდა მოვიდნენ“, - დასძინა პრეზიდენტმა.
„მის მოთხოვნას ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, ამისთვის არანაირი საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს არანაირი კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მის მოქმედებას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საამისოდ ზურაბიშვილს არ სჭირდება არც კონსტიტუცია, არც კანონი და ზოგადად არანაირი წესი, აღნიშნა მინისტრმა.
„ის სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 29 დეკემბერს იწურება. იგი სახელმწიფოს მეთაური 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია დაპირისპირება გამოუცხადა.
ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.
პრეზიდენტის მიერ კონსიტუტციის დარღვევის ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის ოქტომბერში დაადასტურა. მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაკვეთა და გააგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება ოპოზიციისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმართა, თუმცა პროცესის დასრულება ვერ მოხერხდა, რადგანაც წინა პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა, ოპოზიციამ კი მას მხარი არ დაუჭირა.
თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. მათ მოთხოვნას იზიარებენ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.