ვაკეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი!
არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2024
გამოწერა
42 წლის მამაკაცი ჩამონგრეულმა კედელმა იმსხვერპლა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის ჩამონგრევის შედეგად მეხანძრე-მაშველი დაიღუპა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უბედური შემთხვევა ვაკეში გუშინ მოხდა. შენობაში, სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ხანძარი საღამოს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
„გიორგი ლელაშვილი 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.
ყველა ახალი ამბავი
0