https://sputnik-georgia.com/20241222/ramdeni-kreditia-damokidebuli-repinansirebis-ganakvetze-291498280.html
რამდენი კრედიტია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე?
რამდენი კრედიტია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე?
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 22.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-22T11:49+0400
2024-12-22T11:49+0400
2024-12-22T11:49+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 182,02 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 14,7 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.რომელი კრედიტებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე: კრედიტის სახეობაამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ნელი გამოსვლა დაიწყო, თუმცა შემდგომი შემცირება ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. არასამთავრობო ორგანიზაცია ელოდება ფასების მატებას და მოქალაქეების მდგომარეობის გაუარესებას უცხოური ინვესტიციებისა და გრანტებიდან და პროგრამებიდან სავალუტო შემოსავლების სავარაუდო შემცირების გამო.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი კრედიტია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე?
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 182,02 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 14,7 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.
რომელი კრედიტებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე: კრედიტის სახეობა
სამომხმარებლო – 4,3 მლრდ ლარის ოდენობის 76,7 ათასი კრედიტი
იპოთეკური – 2,5 მლრდ ლარის ოდენობის 71,9 ათასი კრედიტი
ბიზნეს-კრედიტი – 5 მლრდ ლარის ოდენობის 29,6 ათასი კრედიტი.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ნელი გამოსვლა დაიწყო, თუმცა შემდგომი შემცირება ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. არასამთავრობო ორგანიზაცია ელოდება ფასების მატებას და მოქალაქეების მდგომარეობის გაუარესებას უცხოური ინვესტიციებისა და გრანტებიდან და პროგრამებიდან სავალუტო შემოსავლების სავარაუდო შემცირების გამო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.