https://sputnik-georgia.com/20241222/kobaxidze-zurabishvils-axali-archevnebis-danishvnis-shemtxvevashi-dacherit-daemuqra-291501004.html
რა ემუქრება ზურაბიშვილს ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში? პრემიერის განმარტება
რა ემუქრება ზურაბიშვილს ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში? პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს ცხოვრება გისოსებს მიღმა თუ თავისუფლებაზე გააგრძელოს, აღნიშნა კობახიძემ. 22.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-22T16:22+0400
2024-12-22T16:22+0400
2024-12-22T16:52+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:152:1363:919_1920x0_80_0_0_6f3a04a883aa052108c2f37aa7527deb.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რისთვისაც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ეს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.შაბათს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის უფლებამოსილებაც 29 დეკემბერს იწურება, ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების თემა განიხილეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო 22 დეკემბრის 21:00 საათამდე აიღო.როგორც პრემიერმა დასძინა, ზურაბიშვილს „ვინმე გონიერი" მისცემს რჩევას, არ დანიშნოს არჩევნები.„სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, ეს არ გააკეთოს", - აღნიშნა კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის სურს 72 წლის ქალის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ ის მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, გაწირავს საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება პრეზიდენტის რეზიდენციაში.საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს ცხოვრება გისოსებს მიღმა თუ თავისუფლებაზე გააგრძელოს, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.კობახიძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ინიშნება სამ შემთხვევაში:ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ პარლამენტში მუშაობაზე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:177:1363:1200_1920x0_80_0_0_db0aa9bd634a34367436696184f1c79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რა ემუქრება ზურაბიშვილს ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში? პრემიერის განმარტება
16:22 22.12.2024 (განახლებულია: 16:52 22.12.2024) პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს ცხოვრება გისოსებს მიღმა თუ თავისუფლებაზე გააგრძელოს, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რისთვისაც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ეს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
შაბათს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის უფლებამოსილებაც 29 დეკემბერს იწურება, ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების თემა განიხილეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო 22 დეკემბრის 21:00 საათამდე აიღო.
„მგონია, სალომე ზურაბიშვილს ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა დასძინა, ზურაბიშვილს „ვინმე გონიერი" მისცემს რჩევას, არ დანიშნოს არჩევნები.
„სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, ეს არ გააკეთოს", - აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის სურს 72 წლის ქალის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ ის მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, გაწირავს საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება პრეზიდენტის რეზიდენციაში.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვარ, მას ეყოფა საღი აზრი, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს ცხოვრება გისოსებს მიღმა თუ თავისუფლებაზე გააგრძელოს, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ინიშნება სამ შემთხვევაში:
როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ან საკონსტიტუციო სასამართლო ადრე ჩატარებული არჩევნების შედეგებს გააბათილებს;
როდესაც პარლამენტის წევრებისის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა იწურება;
როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობას.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ პარლამენტში მუშაობაზე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.