https://sputnik-georgia.com/20241222/iffhs-mamardashvili-msoplios-sauketeso-mekareebis-sameulshi-daasaxela-291500247.html
IFFHS-მა მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელა
IFFHS-მა მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელა
Sputnik საქართველო
მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგში პირველ ადგილზეა - მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. 22.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-22T15:01+0400
2024-12-22T15:01+0400
2024-12-22T15:01+0400
საქართველო
სპორტი
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999603_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_e5478399e854e915d1eda797ae3596cc.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ 24 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელა.პირველ ადგილი არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესმა (167 ქულა) დაიკავა, მეორეზე ესპანეთის ნაკრებისა და „ბილბაოს „ატლეტიკის“მეკარე უნაი სიმონი (91 ქულა), მესამე ადგილზე კი 55 ქულით მამარდაშვილი დასახელდა.მიმდინარე წელი მამარდაშვილისთვის გამორჩეული გამოდგა. მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან პენალტების სერია მოიგო და „ევრო 2024"-ზე გავიდა. კონტინენტთაშორის პირველობაზე მამარდაშვილმა ყველაზე მეტი სეი მიითვალა - 29 და რამდენიმე გამოცემის მიხედვით, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.გარდა ამისა, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.იგი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგში პირველ ადგილზეა - მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999603_70:0:1979:1432_1920x0_80_0_0_633a0cf5bc6ef33497bf7b022b5bfaab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , საზოგადოება, ახალი ამბები
IFFHS-მა მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელა
მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგში პირველ ადგილზეა - მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ 24 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელა.
პირველ ადგილი არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესმა (167 ქულა) დაიკავა, მეორეზე ესპანეთის ნაკრებისა და „ბილბაოს „ატლეტიკის“მეკარე უნაი სიმონი (91 ქულა), მესამე ადგილზე კი 55 ქულით მამარდაშვილი დასახელდა.
მიმდინარე წელი მამარდაშვილისთვის გამორჩეული გამოდგა. მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან პენალტების სერია მოიგო და „ევრო 2024"-ზე გავიდა. კონტინენტთაშორის პირველობაზე მამარდაშვილმა ყველაზე მეტი სეი მიითვალა - 29 და რამდენიმე გამოცემის მიხედვით, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გარდა ამისა, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
იგი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგში პირველ ადგილზეა - მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.