https://sputnik-georgia.com/20241221/zelenski-ver-moqme3debs-damoukideblad-premier-ministri-291488372.html
ზელენსკი ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად - პრემიერ-მინისტრი
ზელენსკი ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
ძალიან დასანანია ის განცხადებები, რომლებსაც ზელენსკი აკეთებს, განაცხადა პრემიერმა 21.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-21T10:44+0400
2024-12-21T10:44+0400
2024-12-21T10:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24570/54/245705418_0:21:2048:1173_1920x0_80_0_0_c69d82f35efef482595f21f7135963d0.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ვლადიმერ ზელენსკი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და საქართველოს მთავრობას არ სურს შევიდეს მასთან პოლემიკაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობა მასთან პოლემიკაში არ შევა.„ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველო-უკრაინის ურთიერთობები2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. 2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24570/54/245705418_228:0:1820:1194_1920x0_80_0_0_f7d627a804b0d1f08bdad479606ab3c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ზელენსკი ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად - პრემიერ-მინისტრი
ძალიან დასანანია ის განცხადებები, რომლებსაც ზელენსკი აკეთებს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ვლადიმერ ზელენსკი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და საქართველოს მთავრობას არ სურს შევიდეს მასთან პოლემიკაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.
„ის ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად, ვერც მაშინ მოქმედებდა დამოუკიდებლად, როდესაც საქართველოდან ელჩი გაიწვია და ვერც მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი გამოუშვა უკრაინიდან. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობა მასთან პოლემიკაში არ შევა.
„ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. 2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.