https://sputnik-georgia.com/20241220/saqartvelos-parlamentis-sasemodgomo-sesia-daixura-291485660.html
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
Sputnik საქართველო
თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 20.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-20T18:34+0400
2024-12-20T18:34+0400
2024-12-20T20:34+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_0:3:881:498_1920x0_80_0_0_8aab3774712ec86ed15f727f4b5ba1b7.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა.პარლამენტის რეგლამენტით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მან დღეს შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატებს შეუძლიათ, ორი კვირის განმავლობაში საკუთარი განცხადება წარადგინონ.შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_106:0:773:500_1920x0_80_0_0_3d7ec84966c6e8874e8f8e06bb96f3d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
18:34 20.12.2024 (განახლებულია: 20:34 20.12.2024) თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა.
პარლამენტის რეგლამენტით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მან დღეს შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატებს შეუძლიათ, ორი კვირის განმავლობაში საკუთარი განცხადება წარადგინონ.
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.