საფრთხე ორმხრივი ურთიერთობებისთვის - ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2024
გამოწერა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მტკიცებით, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებზე.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკი ბოჭორიშვილისა და ბრიტანეთის ელჩის გარეტ უორდის შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება დიდი ბრიტანეთის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.
ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხრა მაღალჩინოსანს, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
„მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის ურთიერთობა დადებით დინამიკას დაუბრუნდება.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მტკიცებით, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებზე.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, „ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური ჩახშობა“.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების დაშლის დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. შსს-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციის მოქმედებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგის აღსადგენად მხოლოდ „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონის აშკარა დარღვევის შემდეგ იწყებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაღალი შეფასება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას და კრიტიკას უსამართლო უწოდა. სანქციების ფონზე, შსს-ს 11 მაღალჩინოსანი, მათ შორის ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო ჯილდოზე იქნა წარდგენილი. პრემიერ-მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს იმ პირებს, რომელთა მიმართაც დაწესდა სანქციები, ქონების გაყინვის გამო შესაძლო ფინანსური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში.
ბოლო საპროტესტო აქციების დროს, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წლევანდელი საგაზაფხულო საპროტესტო აქციების დროს დაშავდა უსაფრთხოების ათი თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ოპერაცია დასჭირდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებმა პოლიციის მოქმედებების კანონიერების შესახებ დასავლური ქვეყნები ვერ დაარწმუნა. გომელაურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ჩინოსნების მიმართ ამოქმედდა პერსონალური სანქციები, მათ შორის ქვეყნებში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა. საუბარია უკრაინაზე, დიდ ბრიტანეთზე, აშშ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.
ყველა ახალი ამბავი
0