მოსაზრება: რატომ დაიღუპა რუსი გენერალი

© photo: Sputnik / Alexey Kudenko
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2024
გამოწერა
აშშ და მისი ალიანსი ცდილობენ ტექნოლოგიური ჩამორჩენის კომპენსაციას სამხედრო აღჭურვილობის სფეროში გეოპოლიტიკური ვერაგობითა და მზაკვრობით. მაგრამ ეს ვერ დაეხმარება მათ მრავალპოლარულ სამყაროში "განსაკუთრებულობის" და "ჰეგემონიის" შენარჩუნებაში.
17 დეკემბერს მოსკოვში განხორციელებული ტერაქტის მთავარი შემსრულებელი დაკავებულია და მალე გახდება ცნობილი ორგანიზატორების სახელები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობენ. ამ მარიონეტების უკან ვერ დამალავენ ტერაქტის დამკვეთის "ყურებს", ანუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს.
რუსი გენერლის მკვლელობის მთავარი მოტივი იყო იგორ კირილოვის მიერ პენტაგონის ბიოლაბორატორიების უკრაინაში და სხვა რეგიონებში საშიში საქმიანობის კვალიფიციური და დამაჯერებელი მხილება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 18 დეკემბერს სასაცილო უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, თითქოს, ის გენერალ კირილოვის მკვლელობასთან დაკავშირებული არ არის. ასევე, ტერაქტისგან დისტანცირდა პენტაგონიც: „ჩვენ არ გვაქვს კავშირი ამ საქმესთან. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ასეთ ქმედებებს".
თითქოს 2020 წლის იანვარში აშშ-ის არმიამ არ განახორციელა ტერორისტული დარტყმით ირანის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ნაწილების მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა ბაღდადის აეროპორტში – პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით.
მოსკოვში ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაუსაბუთებლად დაადანაშაულა რუსი გენერალი კრიმინალურ საქმიანობაში და "უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენებისთვის" პასუხისმგებლობაში. ცნობისათვის: რუსეთმა 2017 წლის შემოდგომაზე სრულად გაანადგურა თავისი ქიმიური იარაღის არსენალი – 40 ათასი ტონა. თუმცა, რუსი გენერლის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლთან ახლოს, დასავლურმა და ბრიტანულმა გამოცემებმა ის "ლეგიტიმურ სამიზნედ" მოიხსენიეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკელმა სპეციალისტებმა კიევში 2000-იანი წლების დასაწყისიდან უკრაინის სპეცსამსახურები ვაშინგტონის ინტერესებისთვის გარდაქმნეს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი "ევროპული დივერსიული ჯგუფები" სწორედ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მართვის ქვეშ იმყოფებიან. ტერაქტის შემსრულებლისთვის დაპირებული 100 ათასი დოლარი (არც ევრო და არც გრივნა) სწორედაც დამკვეთზე მიანიშნებს. ამავდროულად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „გენერალი კირილოვი საკვანძო სარდალი არ იყო და მნიშვნელოვან როლს ომში არ ასრულებდა “.
ეს განცხადება არ არის წინააღმდეგობრივი. გენერალი იგორ კირილოვი რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებს ხელმძღვანელობდა, სისტემურად აანალიზებდა აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას და მხელდა პენტაგონის ბიოლაბორატორიებში ჩატარებულ, მთელი მსოფლიოსთვის საშიშ ექსპერიმენტებს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.
გენერალმა კირილოვმა, აკადემიური მიდგომით, ციფრებითა და ფაქტებით, დაამტკიცა აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის არაჰუმანური ხასიათი. ადრე მანგააჟღერა, თუროგორუშლიდნენვაშინგტონისმაღალირანგისპირები, მათშორის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ჯინა ჰასპელი, ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი და თეთრი სახლის მრჩეველი ენტონი ფაუჩი, COVID-19-ის პანდემიის მიზეზების გამოძიებას და როგორ მანიპულირებდნენ საზოგადოებრივი აზრით. მოგვიანებით, მან გაფრთხილება გააკეთა პენტაგონის მზადების შესახებ ახალი პანდემიებისთვის – სასიკვდილოდ საშიში ვირუსული მუტაციების ძიებით.
უკრაინულ საომარ თეატრში პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამუშავებენ სტრატეგიებს, ტაქტიკასა და ტექნოლოგიურ ხერხებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისთვის. რუსეთისა და ჩინეთის ჰიპერბგერითი იარაღის გამოჩენამ აიძულა ამ სფეროში ჩამორჩენილი ამერიკა, შეელიოს ტექნოლოგიური "განსაკუთრებულობის" ილუზიას. მიუხედავად ამისა, პენტაგონმა არ გააუქმა "მომენტალური გლობალური დარტყმის" კონცეფცია – არაბირთვული სტრატეგიული დარტყმის განხორციელება ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ერთი საათის განმავლობაში.
ამერიკელები ცდილობენ, შექმნან თანამედროვე (ჰიპერბგერითი) კომპლექსები და ინტეგრაცია მოახდინონ Prompt Global Strike-ის კომპონენტების მრავალდომენურ ოპერაციებში.
რუსეთისადმი სავარაუდო გლობალურ დარტყმას, შესაძლოა, წინ უძღოდეს მოსკოვში აფეთქებების (თვითმკვლელი დივერსანტების) სერია, რაც დროებით „პარალიზებულს“ გახდის სამხედრო მართვის ცენტრებს – ამერიკული რაკეტების გერმანიიდან გაშვებამდე. საფრენი დრო – რვა წუთი.
17 დეკემბერს მოწინააღმდეგის დედაქალაქში დივერსიული მეთოდებით სრულმასშტაბიანი ომის ელემენტები უკრაინელი მარიონეტებისა და „ადამიან-დრონების“ მეშვეობით განხორციელდა. თუმცა, უკრაინის სპეცსამსახურის ეს გამოცდილება, შესაძლოა, პენტაგონსა და ამერიკის დაზვერვასაც გამოადგეს, რადგან მოსკოვსა და თეირანში ელექტროსკუტერები და მობილური ინტერნეტი ახლო მომავალში არ გაქრება. მაგალითად, პეკინსა და პარიზში ელექტროსკუტერების გაქირავება აკრძალულია, ხოლო სიმ-ბარათის შეძენა საკმაოდ რთულია (მეტროსთან არ არიგებენ).
რუსი ანალიტიკოსის, სერგეი მარკოვის, შეფასებით, „ციფრული სერვისები ტერორისტული თავდასხმების კონვეიერის იდეალურ სივრცედ იქცევა“.
თუ მოსკოვში, კრემლიდან შვიდი კილომეტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რუსი სამხედრო მეთაურის მკვლელობის მიზანი იყო „რუს სამხედრო ჩინოვნიკებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებში შიშის დათესვა“, მიღწეული შედეგი სრულიად საპირისპიროა. ყველა მონაწილეს, ორგანიზატორსა და დამკვეთს ტერაქტისთვის შურისძიება გარანტირებული აქვს, ვადების შეზღუდვის გარეშე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0