https://sputnik-georgia.com/20241220/fexburti-saqartvelos-nakrebis-satransfero-rirebulebam-axal-rekords-miarwia-291479224.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულებამ ახალ რეკორდს მიაღწია
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულებამ ახალ რეკორდს მიაღწია
Sputnik საქართველო
ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებამ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია. 20.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-20T11:23+0400
2024-12-20T11:23+0400
2024-12-20T11:23+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 196,45 მილიონ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მონაცემებს ავტორიტეტული გერმანული პორტალი Transfermarkt აქვეყნებს.ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია.განახლებული მონაცემებით, „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა, „სენტ-ეტიენის“ გარემარბი ზურიკო დავითაშვილი 5-დან 8 მილიონ ევრომდე „გაძვირდა“, „მაიამის ინტერის“ თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე - 3-დან 4 მილიონ ევრომდე.ყველაზე დიდი ნახტომი „ემპოლის“ მცველ საბა გოგლიჩიძეს აქვს. მისი ღირებულება 300 ათასი ევროდან ჯერ 5-მდე გაიზარდა, ახლა კი 8 მილიონ ევრომდე.ხოლო „დონეცკის შახტარში“ სათამაშო გამოცდილება დაკარგულ მცველ ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ფასი ოდნავ შემცირდა - მის რუბრიკაში 5 მილიონი ევროს ნაცვლად 4,5 მილიონი წერია.ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულებამ ახალ რეკორდს მიაღწია
ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებამ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 196,45 მილიონ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მონაცემებს ავტორიტეტული გერმანული პორტალი Transfermarkt აქვეყნებს.
ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია.
განახლებული მონაცემებით, „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა, „სენტ-ეტიენის“ გარემარბი ზურიკო დავითაშვილი 5-დან 8 მილიონ ევრომდე „გაძვირდა“, „მაიამის ინტერის“ თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე - 3-დან 4 მილიონ ევრომდე.
ყველაზე დიდი ნახტომი „ემპოლის“ მცველ საბა გოგლიჩიძეს აქვს. მისი ღირებულება 300 ათასი ევროდან ჯერ 5-მდე გაიზარდა, ახლა კი 8 მილიონ ევრომდე.
ხოლო „დონეცკის შახტარში“ სათამაშო გამოცდილება დაკარგულ მცველ ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ფასი ოდნავ შემცირდა - მის რუბრიკაში 5 მილიონი ევროს ნაცვლად 4,5 მილიონი წერია.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:
1.
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 85 მილიონი ევრო
2.
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მილიონი ევრო
3.
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 18 მლნ ევრო
4.
ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიები“ (საფრანგეთი) – 8 მლნ ევრო
5.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლი“ – 8 მლნ ევრო