https://sputnik-georgia.com/20241219/uamindobis-gamo-saqartvelos-gzebze-sezrudvebi-moqmedebs-291468286.html
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა 19.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-19T12:28+0400
2024-12-19T12:28+0400
2024-12-19T12:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/13/291467524_0:0:1599:899_1920x0_80_0_0_56de420df872642bc5349f7fd76b58c4.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბების შემოვლით გზებზე მოძრაობა აკრძალულია. პირველი გვირაბის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 45-162-ე კმ (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.გარდა ამისა, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.შეზღუდვები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც მოქმედებს.კერძოდ, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-146-ე კმ (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის 1-93-ე კმ (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/13/291467524_110:0:1599:1117_1920x0_80_0_0_24c7aad049d8106c682390b98aeeaa31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა 2020
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა 2020
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბების შემოვლით გზებზე მოძრაობა აკრძალულია. პირველი გვირაბის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 45-162-ე კმ (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარდა ამისა, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეზღუდვები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც მოქმედებს.
კერძოდ, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-146-ე კმ (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის 1-93-ე კმ (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.