https://sputnik-georgia.com/20241219/tyuilzea-agebuli-matikasvilma-salome-zurabisvilis-evroparlamentsi-gamosvla-seafasa-291472259.html
ტყუილზეა აგებული - მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა შეაფასა
ტყუილზეა აგებული - მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა შეაფასა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა 19.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-19T16:49+0400
2024-12-19T16:49+0400
2024-12-19T16:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/13/291469729_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_94c3143ccb6b1b18993ee756a36a602d.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მთლიანად სიცრუესა და ცრუ აღქმებზე იყო დაფუძნებული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა.ზურაბიშვილი სტრასბურგში გაემგზავრა საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა მონაწილეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. პრეზიდენტის თქმით, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში.ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.„ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, ის რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი იყო ფარსი. სიყალბეზე აგებული იყო, ის რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ," - აცხადებს გიორგი კახიანი.დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ზურაბიშვილი ქვეყნის გაშავებას.მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში შეადარა გედის ბოლო სიმღერას, რომელიც ბოლოსთვის მაქსიმალურად ეცდება, რომ ავნოს საკუთარ ქვეყანას.„ტიპური მცდელობა, რომ გააშავო ტყუილებით შენი ქვეყანა და ტყუილი წარმოაჩინო სიმართლედ. ევროპარლამენტარების სულ 20% უსმენდა მას. ჩვენს ქვეყანაშიც 20% -ია ის ელექტორატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უსმენს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი არაადექვატურად მოქმედებს და ამ მოქმედებაში ძალაუფლების შენარჩუნების არაჯანსაღი სურვილი ვლინდება.ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბიშვილს მიხეილ ყაველაშვილი შეცვლის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ჩატარდა - მან საარჩევნო კოლეგიის 224 წევრის ხმა მიიღო.საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.რაც შეეხება პროტესტს, აქციები პერმანენტულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი ისინი სისტემატური და მასშტაბური გახდა. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიური არეულობები იყო, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული, ხოლო ხელისუფლება საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის“ მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/13/291469729_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_063cfd9df39d3695a7ab6cb32ae847ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ევროპარლამენტი
ტყუილზეა აგებული - მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა შეაფასა
პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მთლიანად სიცრუესა და ცრუ აღქმებზე იყო დაფუძნებული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
ზურაბიშვილი სტრასბურგში გაემგზავრა საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა მონაწილეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. პრეზიდენტის თქმით, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში.
„მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა", - განაცხადა კახიანმა.
ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.
„ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, ის რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი იყო ფარსი. სიყალბეზე აგებული იყო, ის რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ," - აცხადებს გიორგი კახიანი.
დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ზურაბიშვილი ქვეყნის გაშავებას.
მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში შეადარა გედის ბოლო სიმღერას, რომელიც ბოლოსთვის მაქსიმალურად ეცდება, რომ ავნოს საკუთარ ქვეყანას.
„ტიპური მცდელობა, რომ გააშავო ტყუილებით შენი ქვეყანა და ტყუილი წარმოაჩინო სიმართლედ. ევროპარლამენტარების სულ 20% უსმენდა მას. ჩვენს ქვეყანაშიც 20% -ია ის ელექტორატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უსმენს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი არაადექვატურად მოქმედებს და ამ მოქმედებაში ძალაუფლების შენარჩუნების არაჯანსაღი სურვილი ვლინდება.
„ახალი მოსახლე ეყოლება იმ სასახლეს ძალიან მალე და ზურაბიშვილს კიდევ სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბიშვილს მიხეილ ყაველაშვილი შეცვლის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ჩატარდა - მან საარჩევნო კოლეგიის 224 წევრის ხმა მიიღო.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
რაც შეეხება პროტესტს, აქციები პერმანენტულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი ისინი სისტემატური და მასშტაბური გახდა. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიური არეულობები იყო, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული, ხოლო ხელისუფლება საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის“ მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.