https://sputnik-georgia.com/20241219/nazvisxeebis-mowraze-kontroli-mkacrdeba-291469076.html
ნაძვისხეების მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
ნაძვისხეების მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
Sputnik საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს... 19.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-19T14:36+0400
2024-12-19T14:36+0400
2024-12-19T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24740/82/247408289_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_502e804ed6bc765976cd8ba2a9a769bc.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.დეპარტამენტის ცნობით, ამ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24740/82/247408289_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_69e770064f258d7c95db987d5dcfa05a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ნაძვისხეების მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს მიმართონ.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, ამ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ.
„განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.