https://sputnik-georgia.com/20241219/gurjaanis-semovlit-gzaze-ganatebebi-damontajda-291470151.html
გურჯაანის შემოვლით გზაზე განათებები დამონტაჟდა
გურჯაანის შემოვლით გზაზე განათებები დამონტაჟდა
Sputnik საქართველო
გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში 19.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-19T15:19+0400
2024-12-19T15:19+0400
2024-12-19T15:19+0400
საქართველო
ახალი ამბები
კახეთი
საქართველოს რეგიონები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252258718_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_0f82398b7cb084e74c6371f54de50574.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე- გურჯაანი(ასაქცევი)-ჩუმლაყის საავტომობილო გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები დასრულდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.პროექტის ფარგლებში, გურჯაანის შემოვლითი გზის 15,1 კმ-იან მონაკვეთზე დამონტაჟდა 433 ერთეული საყრდენი ელექტრო ბოძი და 461 ერთეული ლედ სანათი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1.839.384 ლარი შეადგინა.„გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი)გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252258718_476:280:1922:1365_1920x0_80_0_0_8818f4e3d4396d9357e83ba3959818e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, კახეთი , საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
საქართველო, ახალი ამბები, კახეთი , საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
გურჯაანის შემოვლით გზაზე განათებები დამონტაჟდა
გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე- გურჯაანი(ასაქცევი)-ჩუმლაყის საავტომობილო გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები დასრულდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პროექტის ფარგლებში, გურჯაანის შემოვლითი გზის 15,1 კმ-იან მონაკვეთზე დამონტაჟდა 433 ერთეული საყრდენი ელექტრო ბოძი და 461 ერთეული ლედ სანათი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1.839.384 ლარი შეადგინა.
„გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი)
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.