https://sputnik-georgia.com/20241218/ruset-ukrainis-konfliqti-291465651.html
მოსაზრება: სულელები და კიდევ უფრო სულელები - დასავლეთთან ვაჭრობა არ იქნება
მოსაზრება: სულელები და კიდევ უფრო სულელები - დასავლეთთან ვაჭრობა არ იქნება
Sputnik საქართველო
სანამ დიდი რუსეთი მშვიდად წყვეტს სპეციალური ოპერაციის ამოცანებს დონბასში და ერთდროულად ქმნის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას, როგორც თავის საზღვრებთან, ისე... 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T12:33+0400
2024-12-18T12:33+0400
2024-12-19T08:34+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266872247_0:239:3073:1967_1920x0_80_0_0_f62c5bcc47b589541f38771ebf19133e.jpg
სანამ დიდი რუსეთი მშვიდად წყვეტს სპეციალური ოპერაციის ამოცანებს დონბასში და ერთდროულად ქმნის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას, როგორც თავის საზღვრებთან, ისე მთლიანად ევრაზიაში, პატარა ევროატლანტიკური სამყარო ახალი რეალობის მიღების მესამე ეტაპზე გადადის. ეს ფაზა ვაჭრობას ჰგავს.თუ ინდივიდისთვის მესამე ეტაპი, როდესაც ძველი წესრიგი და სქემები აღარ მუშაობს, ზედმეტ აჟიტაციასა და ფორიაქში ვლინდება, გლობალისტური ისტებლიშმენტი ქაღალდების გარშემო აჟიოტაჟს იწყებს. არ არის რთული ვივარაუდოთ, რომ საქმე უკვე მიდგგა აშშ-სა და ევროკავშირის კოლოსალური ინვესტიციებისგან გარდაუვალი ზარალის შეფასებამდე, რომელიც გეოპოლიტიკური კრიზისის „წისკვილში“ ჩაიდო დონბასში, და რუსეთის შესაძლო ქმედებების ანალიზამდე. ამასობაში, საჯარო სივრცეში მეტადსაინტერესო დეტალები ჩნდება.დეტალები შეეხება, მაგალითად, კიევის დაპირებებს, ახალი ამერიკული ადმინისტრაციისთვის ლითიუმის და სხვა იშვიათი მიწის მეტალების საბადოების კონცესიაში გაცემას. ერთი პატარა, მაგრამ მრავლისმთქმელი ფაქტი: მიუხედავად კიევის ხმამაღალი დაპირებისა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, ხელშეკრულება სხვადასხვა მიზეზით არ გაფორმებულა. სავარაუდოდ, ისინი თავს ინახავდნენ ტრამპისთვის.ეს, უკრაინელების აზრით, მათი პირველი მთავარი კოზირია. მეორე მთავარი კოზირი — ევროპელი ნატოელების მოხიბვლაა. მორიგი სამხედრო-პოლიტიკური სტრიპტიზის სეანსი, რომელიც მაცდურ მოძრაობებთან და თხოვნასთან ერთად მიმდინარეობს (კიდევ რამდენიმე მილიარდი მეორე სარეზერვო ვალუტაში და ევროპელი სამხედროების "სამშვიდობო მისიისთვის" გაგზავნა). სად? ეს ბოლომდე გაუგებარია — შეიძლება, იყოს როგორც სპეციალური ოპერაციის ზონა (აქ ნატოელებმა შეშინება დაიწყეს), ასევე "ზოგადად უკრაინა". ნატოსთან ერთობლივი ცეკვები სტრიპტიზის ბოძთან 18 დეკემბრისთვის დაინიშნა.ამასობაში მცირერიცხოვანი, მაგრამ საქმეში ჩახედული ექსპერტები (როგორიცაა თომას გრემი, რომელიც იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის ჩინოვნიკი და მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მივლინებული სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო) აფრთხილებენ და რჩევებს ახმოვანებენ. ისინი აფრთხილებენ, რომ ობიექტურად უნდა შეფასდეს რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობები და კრემლის უნარი, ერთდროულად რამდენიმე გეოპოლიტიკური პარტია ითამაშოს. ხოლო რჩევა ასეთია: ნებისმიერი ჰიპოთეტური მოლაპარაკება ან თუნდაც წინასწარი დისკუსია რუსეთს ექნება მხოლოდ აშშ-სთან. "ევროპელი ატლანტისტები" და, მით უმეტეს, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნებიან.გრემმა, განსხვავებით იმ უამრავი გამოუცდელი "ექსპერტისგან", რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის კაბინეტებსა და ტელესტუდიების კედლებში ტრიალებენ, ზუსტად იცის, რასაც ამბობს. მაგალითად, ის ციტირებს პუტინის სტატიას "რუსეთი ათასწლეულების მიჯნაზე", რომელიც მეოთხედი საუკუნის წინ გამოქვეყნდა. ციტატას დღემდე არ დაკარგავს აქტუალურობას:"რუსეთი იყო და იქნება დიადი ქვეყანა. ეს განპირობებულია მისი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული არსებობის თანდაყოლილი მახასიათებლებით. ისინი რუსეთის მოქალაქეების აზროვნებას და სახელმწიფო პოლიტიკას რუსეთის მთელი ისტორიის მანძილზე განსაზღვრავდნენ და განსაზღვრავენ დღესაც".თვითმარქვია პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ტაქტიკური უკან დახევის შემდეგ, მუდამ უკან დაიხევს ნატოს მითიური მუშტის წინაშე, რადიკალურად შეცდნენ, თანაც, დასავლეთთან დაპირისპირების მთელ ხაზზე.შექმნილ ვითარებაში, როდესაც რუსეთის არმია ყველა ფრონტზე წინ მიიწევს სპეციალური ოპერაციის ზონაში და პარალელურად ტერორისტებს კურსკის საზღვრებიდან აძევებს. ამიტომ, იმის წარმოდგენა, რომ კრემლი, თითქოს და კიევისა და ბრიუსელის საამებლად, საკუთარ ინტერესებზე უარს იტყვის და სახელმწიფო უსაფრთხოების პრინციპებზე ვაჭრობას დაიწყებს, საკუთარ სიბრიყვეზე საჯაროდ გაცხადებას ნიშნავს.რატომ უნდა ივარაუდონ ეს ევროატლანტისტებმა, როდესაც მათი არგუმენტები ისედაც კარგავენ ყოველგვარ სასარგებლო საფუძველს? ელიტების დეგრადაციამ დღევანდელ პოლიტიკურ ოლიმპზე მიიყვანა მხოლოდ გეოპოლიტიკური გადახრების სპეციალისტები, მაგრამ არა რეალური გეოპოლიტიკური სიტუაციის მცოდნეები.სანამ რუსეთის აშკარა უპირატესობა მიწაზე აღიარებული არ იქნება იმათი მხრიდანარ, ვინც დღეს მასთან ვაჭრობას ცდილობს (სხვა სახელი ამგვარი დისკუსიებისთვის არც არსებობს), ნებისმიერი საუბარი ამ თემაზე ჩვეულებრივი წყლის ნაყვაა. რომლითაც დასავლეთი საკუთარ უახლოეს მარცხს ნიღბავს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266872247_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae5c0afe333507bc77f455f17d563f0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
სანამ დიდი რუსეთი მშვიდად წყვეტს სპეციალური ოპერაციის ამოცანებს დონბასში და ერთდროულად ქმნის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას, როგორც თავის საზღვრებთან, ისე მთლიანად ევრაზიაში, პატარა ევროატლანტიკური სამყარო ახალი რეალობის მიღების მესამე ეტაპზე გადადის. ეს ფაზა ვაჭრობას ჰგავს.
თუ ინდივიდისთვის მესამე ეტაპი, როდესაც ძველი წესრიგი და სქემები აღარ მუშაობს, ზედმეტ აჟიტაციასა და ფორიაქში ვლინდება, გლობალისტური ისტებლიშმენტი ქაღალდების გარშემო აჟიოტაჟს იწყებს. არ არის რთული ვივარაუდოთ, რომ საქმე უკვე მიდგგა აშშ-სა და ევროკავშირის კოლოსალური ინვესტიციებისგან გარდაუვალი ზარალის შეფასებამდე, რომელიც გეოპოლიტიკური კრიზისის „წისკვილში“ ჩაიდო დონბასში, და რუსეთის შესაძლო ქმედებების ანალიზამდე. ამასობაში, საჯარო სივრცეში მეტადსაინტერესო დეტალები ჩნდება.
დეტალები შეეხება, მაგალითად, კიევის დაპირებებს, ახალი ამერიკული ადმინისტრაციისთვის ლითიუმის და სხვა იშვიათი მიწის მეტალების საბადოების კონცესიაში გაცემას. ერთი პატარა, მაგრამ მრავლისმთქმელი ფაქტი: მიუხედავად კიევის ხმამაღალი დაპირებისა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, ხელშეკრულება სხვადასხვა მიზეზით არ გაფორმებულა. სავარაუდოდ, ისინი თავს ინახავდნენ ტრამპისთვის.
ეს, უკრაინელების აზრით, მათი პირველი მთავარი კოზირია. მეორე მთავარი კოზირი — ევროპელი ნატოელების მოხიბვლაა. მორიგი სამხედრო-პოლიტიკური სტრიპტიზის სეანსი, რომელიც მაცდურ მოძრაობებთან და თხოვნასთან ერთად მიმდინარეობს (კიდევ რამდენიმე მილიარდი მეორე სარეზერვო ვალუტაში და ევროპელი სამხედროების "სამშვიდობო მისიისთვის" გაგზავნა). სად? ეს ბოლომდე გაუგებარია — შეიძლება, იყოს როგორც სპეციალური ოპერაციის ზონა (აქ ნატოელებმა შეშინება დაიწყეს), ასევე "ზოგადად უკრაინა". ნატოსთან ერთობლივი ცეკვები სტრიპტიზის ბოძთან 18 დეკემბრისთვის დაინიშნა.
ამასობაში მცირერიცხოვანი, მაგრამ საქმეში ჩახედული ექსპერტები (როგორიცაა თომას გრემი, რომელიც იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის ჩინოვნიკი და მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მივლინებული სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო) აფრთხილებენ და რჩევებს ახმოვანებენ.
ისინი აფრთხილებენ, რომ ობიექტურად უნდა შეფასდეს რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობები და კრემლის უნარი, ერთდროულად რამდენიმე გეოპოლიტიკური პარტია ითამაშოს. ხოლო რჩევა ასეთია: ნებისმიერი ჰიპოთეტური მოლაპარაკება ან თუნდაც წინასწარი დისკუსია რუსეთს ექნება მხოლოდ აშშ-სთან. "ევროპელი ატლანტისტები" და, მით უმეტეს, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნებიან.
გრემმა, განსხვავებით იმ უამრავი გამოუცდელი "ექსპერტისგან", რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის კაბინეტებსა და ტელესტუდიების კედლებში ტრიალებენ, ზუსტად იცის, რასაც ამბობს. მაგალითად, ის ციტირებს პუტინის სტატიას "რუსეთი ათასწლეულების მიჯნაზე", რომელიც მეოთხედი საუკუნის წინ გამოქვეყნდა. ციტატას დღემდე არ დაკარგავს აქტუალურობას:
"რუსეთი იყო და იქნება დიადი ქვეყანა. ეს განპირობებულია მისი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული არსებობის თანდაყოლილი მახასიათებლებით. ისინი რუსეთის მოქალაქეების აზროვნებას და სახელმწიფო პოლიტიკას რუსეთის მთელი ისტორიის მანძილზე განსაზღვრავდნენ და განსაზღვრავენ დღესაც".
თვითმარქვია პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ტაქტიკური უკან დახევის შემდეგ, მუდამ უკან დაიხევს ნატოს მითიური მუშტის წინაშე, რადიკალურად შეცდნენ, თანაც, დასავლეთთან დაპირისპირების მთელ ხაზზე.
შექმნილ ვითარებაში, როდესაც რუსეთის არმია ყველა ფრონტზე წინ მიიწევს სპეციალური ოპერაციის ზონაში და პარალელურად ტერორისტებს კურსკის საზღვრებიდან აძევებს. ამიტომ, იმის წარმოდგენა, რომ კრემლი, თითქოს და კიევისა და ბრიუსელის საამებლად, საკუთარ ინტერესებზე უარს იტყვის და სახელმწიფო უსაფრთხოების პრინციპებზე ვაჭრობას დაიწყებს, საკუთარ სიბრიყვეზე საჯაროდ გაცხადებას ნიშნავს.
რატომ უნდა ივარაუდონ ეს ევროატლანტისტებმა, როდესაც მათი არგუმენტები ისედაც კარგავენ ყოველგვარ სასარგებლო საფუძველს? ელიტების დეგრადაციამ დღევანდელ პოლიტიკურ ოლიმპზე მიიყვანა მხოლოდ გეოპოლიტიკური გადახრების სპეციალისტები, მაგრამ არა რეალური გეოპოლიტიკური სიტუაციის მცოდნეები.
სანამ რუსეთის აშკარა უპირატესობა მიწაზე აღიარებული არ იქნება იმათი მხრიდანარ, ვინც დღეს მასთან ვაჭრობას ცდილობს (სხვა სახელი ამგვარი დისკუსიებისთვის არც არსებობს), ნებისმიერი საუბარი ამ თემაზე ჩვეულებრივი წყლის ნაყვაა. რომლითაც დასავლეთი საკუთარ უახლოეს მარცხს ნიღბავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე