https://sputnik-georgia.com/20241218/ramdeni-navtobi-moipoves-saqartveloshi-291451323.html
რამდენი ნავთობი მოიპოვეს საქართველოში - მონაცემები განახლდა
რამდენი ნავთობი მოიპოვეს საქართველოში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ენერგორესურსების წარმოების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ელექტროენერგიას უკავია - 77,7% 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T11:00+0400
2024-12-18T11:00+0400
2024-12-18T11:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261863438_0:209:2049:1361_1920x0_80_0_0_d951f1d6f22cdf2d538922d33f53d398.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 2023 წელს 38,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში.გასულ წელს ქვეყანაში მოიპოვეს 16,4 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 12,3%-ით მეტია და 148 ათასი ტონა ქვანახშირი (1,2%-ით მეტი).„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს ელექტროენერგიის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. კვლევის მიხედვით, შეშის წარმოება უმნიშვნელოდ, 1%-ით გაიზარდა და 1.114,5 ათასი კუბური მეტრი შეადგინა.ენერგორესურსების წარმოების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ელექტროენერგიას უკავია - 77,7%, მეორე ადგილზეა ბიოსაწვავის წარმოება და ნარჩენებისგან (მაგალითად, შეშა) წარმოებული ენერგია - 13,1%.ელექტროენერგიის მოხმარება2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 12,3 მლრდ კვტ/სთ, რაც 8,3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.გარდა ამისა, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3.368,8 მლნ კუბური მეტრი (0,2%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით), ხოლო ბუნებრივი აირის მოხმარებამ - 2.516,3 მლნ კუბური მეტრი (0,5%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს).გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ მოიხმარა 1.455,8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (5,8%-ით მეტი წინა წელთან შედარებით).ბუნებრივი აირი ენერგომოხმარების სტრუქტურაში 42%-ს იკავებს. შედარებით მაღალი წილი მოდის ნავთობპროდუქტებსა (29%) და ელექტროენერგიაზე (20,5%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4%-ს ქვანახშირი შეადგენს, დანარჩენი 4,5% ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე მოდის.2023 წელს ენერგომოხმარების დარგობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელია ტრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო სექტორები - მათზე მოდის საერთო მოხმარებული ენერგიის 33,3% და 30,9%.რაც შეეხება სხვა დარგებს, 16,1% მოდის მრეწველობაზე, 4,53% მშენებლობაზე, 0,6% სასოფლო-სატყეო და თევზჭერის მეურნეობაზე, დანარჩენი 14,6% კი კი მოდის კერძო და სახელმწიფო მომსახურებასა და სხვა მომხმარებლებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261863438_48:0:1863:1361_1920x0_80_0_0_8528541b84cc661375aa6eac15d0efd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ნავთობი მოიპოვეს საქართველოში - მონაცემები განახლდა
ენერგორესურსების წარმოების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ელექტროენერგიას უკავია - 77,7%
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 2023 წელს 38,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში.
გასულ წელს ქვეყანაში მოიპოვეს 16,4 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 12,3%-ით მეტია და 148 ათასი ტონა ქვანახშირი (1,2%-ით მეტი).
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს ელექტროენერგიის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. კვლევის მიხედვით, შეშის წარმოება უმნიშვნელოდ, 1%-ით გაიზარდა და 1.114,5 ათასი კუბური მეტრი შეადგინა.
ენერგორესურსების წარმოების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ელექტროენერგიას უკავია - 77,7%, მეორე ადგილზეა ბიოსაწვავის წარმოება და ნარჩენებისგან (მაგალითად, შეშა) წარმოებული ენერგია - 13,1%.
ელექტროენერგიის მოხმარება
2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 12,3 მლრდ კვტ/სთ, რაც 8,3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
გარდა ამისა, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3.368,8 მლნ კუბური მეტრი (0,2%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით), ხოლო ბუნებრივი აირის მოხმარებამ - 2.516,3 მლნ კუბური მეტრი (0,5%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ მოიხმარა 1.455,8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (5,8%-ით მეტი წინა წელთან შედარებით).
ბუნებრივი აირი ენერგომოხმარების სტრუქტურაში 42%-ს იკავებს. შედარებით მაღალი წილი მოდის ნავთობპროდუქტებსა (29%) და ელექტროენერგიაზე (20,5%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4%-ს ქვანახშირი შეადგენს, დანარჩენი 4,5% ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე მოდის.
2023 წელს ენერგომოხმარების დარგობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელია ტრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო სექტორები - მათზე მოდის საერთო მოხმარებული ენერგიის 33,3% და 30,9%.
რაც შეეხება სხვა დარგებს, 16,1% მოდის მრეწველობაზე, 4,53% მშენებლობაზე, 0,6% სასოფლო-სატყეო და თევზჭერის მეურნეობაზე, დანარჩენი 14,6% კი კი მოდის კერძო და სახელმწიფო მომსახურებასა და სხვა მომხმარებლებზე.