https://sputnik-georgia.com/20241218/premieri-makkeinis-institutis-ocnebebs-asruleba-ar-uweria-291463044.html
პრემიერი: „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია
პრემიერი: „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია
Sputnik საქართველო
სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და საპროტესტო აქციები როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ მშვიდობიანად ჩატარდა, განაცხადა კობახიძემ 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T21:00+0400
2024-12-18T21:00+0400
2024-12-18T21:07+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291232079_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f44b9bb05857ef3ee391ca3206a3a981.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს საქართველოში არეულობისა და საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის შესახებ ახდენა არ უწერია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "~„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".მისი თქმით, დემონსტრანტებს და მათ უკან მდგომ პირებს თავიდან საპროტესტო აქციებზე მსხვერპლზე ჰქონდათ გათვლა.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.უკვე 10 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევას და საქართველოში სიტუაციის იმდენად გამწვავებას, რომ ამას მოჰყვეს მსხვერპლი და 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა. სუს-ის მონაცემებით, ადამიანების სიკვიდილის ფაქტით იგეგმება თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დაგდებული მუხტის აწევა.სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და საპროტესტო აქციები როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ მშვიდობიანად ჩატარდა.4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291232079_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_861ecf7bc962e902715dad60c27e06b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
პრემიერი: „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია
21:00 18.12.2024 (განახლებულია: 21:07 18.12.2024) სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და საპროტესტო აქციები როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ მშვიდობიანად ჩატარდა, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს საქართველოში არეულობისა და საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის შესახებ ახდენა არ უწერია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი
შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "~„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".
„ღმერთს მადლობა, ყველაფერი არამარტო მსხვერპლის, არამედ სერიოზული გართულებების გარეშე დასრულდა. „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დემონსტრანტებს და მათ უკან მდგომ პირებს თავიდან საპროტესტო აქციებზე მსხვერპლზე ჰქონდათ გათვლა.
„მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გათვლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ ხუთ დღეში შეძლო დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
უკვე 10 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევას და საქართველოში სიტუაციის იმდენად გამწვავებას, რომ ამას მოჰყვეს მსხვერპლი და 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა. სუს-ის მონაცემებით, ადამიანების სიკვიდილის ფაქტით იგეგმება თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დაგდებული მუხტის აწევა.
სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და საპროტესტო აქციები როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ მშვიდობიანად ჩატარდა.
4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.